TMW:”იუვემ ჯანლუკა ფრაბოტას მომავალი გადაწყვიტა”
TMW -ს მტკიცებით იუვენტუსმა ჯანლუკა ფრაბოტას მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო.
23 წლამდელთა რიგებში მყოფი, ახლა უკვე ძირითად გუნდში იმყოფება და ყოველ ჯერზე, როდესაც მინდორზე გამოდის ურიგოდ არ ირჯება.
სტაბილური ასპარეზობით ფრაბოტამ ანდრეა პირლოს ნდობა მოიპოვა და ფეხბურთელს, სულ უფრო მეტი სათამაშო წუთი ეძლევა.
იყო მოსაზრება, რომ იანვარში ახალგაზრდა მარცხენა ფლანგელი სათამაშო პრაქტიკისთვის კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებდა, მაგრამ როგორც ჩანს ფრაბოტას სხვა ბედი ელის.
როგორც ირკვევა ფაბიო პარატიჩმა უკვე ჩანიშნა შეხვედრა მის საფეხბურთო აგენტთან და სულ მალე ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები დაიწყება.
იუვენტუსმა უკვე არაერთი წინადადება უარყო ახალგაზრდასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს ბიანკონერიმ მისი შენარჩუნება და შანსის მიცემა გადაწყვიტა.
ფრაბოტა,დრაგუსინი..მჯერა ამ ბიჭების..