ანდრეა პირლო:”ჩემი გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი კონტეა”
ანდრეა პირლომ ტრადიციულ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე საკმაოდ დადებითად ისაუბრა ანტონიო კონტეზე:
“სეზონის წინაც ვსაუბრობდით და ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობას ვინარჩუნებთ. ჩვენ ერთმანეთის მიმართ უდიდესი პატივისცემა გაგვაჩნია.
არაფერია იმაში დასამალი, რომ ანტონიო კონტე იყო ჩემს კარიერაში პირველი, ვის გამოც მწვრთნელობა მოვისურვე. მისგან ბევრი რამ ვისწავლე და ყოველთვის მადლობელი ვიქნები!
შესაძლოა ჩვენს შორის არსებული ასეთი მჭიდრო ურთიერთობა იმის დამსახურებაა, რომ საკმაოდ განსხვავებულები ვართ. ამ ფაქტორმა დადებითად იმოქმედა და პირველსავე დღიდან ერთმანეთს უსიტყვოდ გავუგეთ.
თუმცა, დერბი დ’იტალიაში ერთმანეთის პირისპირ წავრსდგებით და თითოეული ჩვენგანი გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
როგორც ყოველთვის აქტიურ და აგრესიულ ინტერს ველოდები, მაგრამ სან სიროზე საკუთარი ფეხბურთის სათამაშოდ ჩავალთ. გვაქვს იდეები, რომლის რეალიზებისთვის მაქსიმუმს გავიღებთ.”
ამ ფიორენტინასთან წავაგეთ სახლში 0-3… ვაი სირცხვილოოო
შენ ეგა თქვი
კონტე რატო გადავიდა ინტერში ჯერაც ვერ მიმხვდარვარ.არასდროს ვყოფილვარ წინააღმდეგი ვინმეს გადასვლის სხვა რომელიმე იტალიურ კლუბში მარა რაც ინტერმა გაგვიკეთა მაგის შემდეგ როგორ უნდა წახვიდე მანდ.მაროტა კიდე ხო აი კონტე მართლა არასწორად მოიქცა.პატრის ევრა რომელიც არცისე დიდი ხანი იყო აქ ვიდალს იმენა დააა… ინტერში რო წავიდა.
დღეს წაგება ორივე გუნდისთვის მართლა მარტო 3 ქულა არ არის.
მოგების შემთხვევაში მილნაის შემდეგ ინტერთანაც პირლოს და გუნდს თავდაჯერებას შემატებს და ეს უფრო მეტად ფასობს.
ხოლო კონტესთვის წაგება ფაქტიურად ინტერში დარჩენის პერსპექტივას უკავს მომავალი სეზონისთვის.
მოკლედ მაგარი ხანჯლაობის აწევას ველოდები ))
როგორ მინდა ჯუზეპე მეაცაზე მოუჟვან ჩვენებმა და თავჩაღუნული კონტე ვნახო.
რაც შეიძლება მეტი კონცენტრაცია ფეხბურთელებისგან და ნაკლები შეცდომები პიროლსგან.
უნდა მოვიგოთ, სხცავ გზა არ გვაქვს! )
კუადრადო,დე-ლიხტი,სანდრექსა,დიბალა დაგვაკლდება..სერიოზული დანაკლისია..ნახევარდაცვის ხაზზე იქნება უამრავი რამ დამოკიდებული,ბურთი უნდა დავიჭიროთ,აქტიურად ვაპრესინგოთ ვიზავის ნახევარზე,სრული კონცენტრაცია გვმართებს..
მინიმუმ ფრე უნდა დავდოთ,ინტერს აქვს პრობლემები და სათავისოდ უნდა გამოვიყენოთ..