ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოჯი მოახლოებულ დერბიზე, გომესი-ერიქსენზე და..

მოჯი მოახლოებულ დერბიზე, გომესი-ერიქსენზე და..

ლუჩანო მოჯი

იუვენტუსის ექს სპორტული დირექტორი ლუჩიანო მოჯი მოახლოებულ დერბი დ’იტალიაზე:

“ნაპოლისთან გამარჯვება სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვან ცვლილებას მოასწავებს, თუმცა იქამდე ჯერჯერობით რაიმეს პროგნოზირება ურთულესია. 

რაც არ უნდა იყოს მიმაჩნია, რომ დღეისათვის ინტერი და იუვენტუსი არიან ისინი ვინც ბოლომდე იბრძოლებენ.

მილანს ჩემი მოსაზრებით რესურსი ნაკლები აქვს, მაგრამ კონკრეტულ რგოლებში უდაოდ განსაკუთრებული ფეხბურთელები ყავს..

დონარუმა, კესი, ჩალჰანოღლუ, ერნანდესი.. მოტივირებული ახალგაზრდები და მათ სიახლოვეს იბრაჰიმოვიჩი. როსონერი ქებას იმსახურებს!

სატრანსფერო ბაზარი? იუვენტუსს იტალიისთვის გასაძლიერებლად საქმე არა აქვს. აი საერთაშორისო მატჩებისთვის, კარგი იქნებოდა ნახევარდაცვას თუ უფრო მეტად შეავსებდნენ..

ინტერს ამ მხრივ საქმე რთულად არ უდგას წინ.. ევროპაზე არ ასპარეზობენ და ბაზარზე გასვლაც არ ჭირდებათ. ისედაც ძლიერი გუნდი ყავთ და ახლა მთავარია თითოეულის რესურსი იქნას გამოყენებული.

გომესი-ერიქსენის ბარტერი? რატომაც არა! ინტერი მიიღებდა იდეალურ კადრს ალექსის სანჩესის შესაცვლელად, ხოლო ატალანტა დანიელთან ერთად კიდევ უფრო გააზრებულ და ვერტიკალურ ფეხბურთს ითამაშებდა.”

11 thoughts on “მოჯი მოახლოებულ დერბიზე, გომესი-ერიქსენზე და..

  1. რა ცუდ დროს გვაქ სუპერთასიც.ინტერს პირველ ტაიმში თუ გაუქაჩეთ მინიმუმ ნიჩიას დავდებთ.

  2. მარიო მანჯუკიჩი მილანს უახლოვდება..ჩემთვის ეგ პირადად დიდი დარტყმაა,არ მინდა სხვა ფერებში გამოწყობილ სუპერ ბიჭს ვხედავდე..სირცხვილი მათ ვინც ნაადრევად შეუწყო ხელი მარიოს აბარგებას,ლეგენდა როგორ მოტეხეთ ბიჭო..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.