ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალესანდრო დელ პიერო ინტერთან მატჩზე და ანდრეა პირლოზე

დღეს, ჩვენი დროით 23:45 -ზე დერბი დ’იტალია შედგება.

აღნიშნულ მატჩს სატურნირო თვალსაზრისითიც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ორივე გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის.

ალესანდრო დელ პიეროს თქმით ყოველი მომდევნო შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნება სკუდეტოსთვის ბრძოლაში:

“იმ შემთხვევაში თუ გამარჯვება ნერაძურის დარჩება, ვფიქრობ ეს სამი ქულა მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს ჩემპიონატის მიმდინარეობაზე. 

ფაქტია, უკვე ისეთ ფაზაში შევედით, სადაც თითოეულ სამ ქულას ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება. ერთი ფეხის დაცდენაც კი შესაძლოა იმდენად ძვირად დაუჯდეს თითოეულს, რომ დარჩენილ დროში მისი გამოსწორება ვეღარც კი შეძლოს. 

ანდრეა პირლოს დანიშვნაზე უკვე არაერთხელ ვისაუბრე. ჩემთვის მოულოდნელი იყო ასე ნაადრევად, თუმცა ზუსტად ვიცოდი რისი გაკეთებაც სურდა კარიერის დასრულების შემდეგ.

დღეს უკვე შემიძლია განვაცხადო, რომ გუნდი მის იდეებს მიყვება და დანარჩენი უკვე დეტალებშია, რომელსაც ვფიქრობ მაესტრო უნდა გაუმკლავდეს.”

1 thought on “ალესანდრო დელ პიერო ინტერთან მატჩზე და ანდრეა პირლოზე

  1. ოოო, როგორ უნდა დელპიეროს იუვეს ტრენერობა, ხო არ დაუკგვანდა გადაწყვეტილების მიღება … ))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.