ანდრეა პირლო ნაპოლისთან მოახლოებულ მატჩზე
ხვალ, ჩვენი დროით 0:00 -ზე იტალიის სუპერ თასსზე ერთმანეთის პირისპირ იუვენტუსი და ნაპოლი წარსდგებიან.
ანდრეა პირლო საკუთარი გუნდისგან მაქსიმალურ კონცენტრირებას ელის:
“ინტერთან თამაშის განმეორება იქნება რთული, რადგან მსგავსი მატჩების შემდეგ შეუძლებელია მოედანზე გამოხვიდე და სისხლი არ გიდუღდეს. ჩემს კარიერაში ასეთი რამ არაერთხელ მოხდა, მაგრამ რეაქციაც არ აყოვნებდა.
აქედან გამომდინარე ხვალ ფეხბურთელებისგან სრულ კონცენტრირებას და ცივსისხლიანობას ველი! შემადგენლობის მხრივ არჩევანი ნამდვილად გვაქვს, ასე რომ უშუალოდ მატჩის წინ გადავწყვეტ შეტევაში დეიან კულუსევსკი გაირჯება თუ ალვარო მორატა.
ჯანლუიჯი ბუფონს გარკვეული პრობლემები აქვს, რის გამოც პირველსავე წუთებიდან კარს ვოიცეხ შესნი დაიცავს.
საუბარი თითქოს ჩვენ რაიმე სახის მოტივაციის ნაკლებობა გვაქვს, არის სრული აბსურდი. შემთხვევით არ ხდება როდესაც გუნდი ზედიზედ 9-ჯერ იმარჯვებს.. ზუსტად ასეთივე შემართებით ვართ მე-10 ტიტულთან დაკავშირებითაც.
კლუბის გეგმა მარტივია – თითოეული ფეხბურთელისგან მაქსიმუმის ამოღება. სწორედ ასე შევძლებთ დასახული მიზნების მიღწევას!
ნაპოლი წლევანდელ სეზონს მაღალ დონეზე ატარებს. ეს არის გუნდი რომელსაც მშვენიერი შემტევი არსენალი და ძალზედ საიმედო დაცვის ხაზი გააჩნია. ამიტომაც უნდა გამოვიყენოთ ყველა ის შანსი რაც მოგვეცემა, რომელიც მერწმუნეთ ბევრი არ იქნება.”
ოფიციალურად კუადრადო დაგვიბრუნდა! ნაპოლისთან იქნებაო მარა არა მგონია სასტავში იყოს.
დარწმუნებული ვარ ან დამაჯერებლად მოვიგებთ ან ისევ სამარცხვინოდ წავაგებთ.მეორეს შემთხვევაში პირლო აუცილებლად უნდა გაუშვან და ნედვედი და ანიელი ცოტა აზრზე უნდა მოვიდნენ.გასაგებია სასტავი გვაკლია მაგრამ ელემენტარული კარში დარტყმას უნდა ახერხებდეს გუნდი.შემადგენლობა არაფერ შუაშია ძმებო.
გეთანხმები
ერთი ვიდეო ვნახე სადაც იძახის კონტე საუკეთესო მწვრთნელიაო კინაღამ გამო…. ტო
იუვეს სავარაუდო შემადგენლობა ასეთია,შჩესნი.დანილო,ბონუჩი,კიელინი.,არტური,ბენტანკური,მაკენი,კუადრადო,კიეზა-რონალდო კულუშევსკი.3-5-2 ტაქტიკური მოდული.
ხო აბა რონალდო რას გამოტოვებდა სუპერთასს, ტიტულების მანიაკია ტიპი )))
სად ტარდება თამაში, რომში?
რეჯიო ემილიაში
დღეს ალბათ სუპრთასს მოიგებენ და გაირჭოს ერთ ადგილზე ჯერ პირლომ და მერე ანიელიმ )
კალჩო მერკატოს ინფორმაციით იუვე ექტორ ბელერინის ტრანსფერზე გააქტიურდა..პ.ს.რავიცი,ამ ბიჭის მთელი თავისი კარიერა მახსოვს,ბარსელონას აკადემიის აღზრდილი,დიდი არაფერი,დაახლოებით მარტინ კასერესის სტილის ფეხბურთელი..
რას დასდევენ ამ გაფფლოპებულ ფეხბურთელებს, ნუთუ ეგრე ძალიან აქვთ დარხეული ფინანსებში?
ხუან კუადრადადომ კოვიდ 19 დაამარცხა..
ეს ბარელა რატომ გამაზეს თავის დროზე, მე მგონი ინტერისტა იყო თუ არ ვცდები. არა და კარგი ბიჭია, კიეზასავით ჟილკიანია, მაგრამ ბევრად უფრო ნიჭიერი.
კი,ძან ძაან მაგარი ბიჭია,მოედნის ხედვა აქვს მშვენიერი..
გეთანხმები ბარელა არიყო დასაკარგი,იგივე ლოკალეტიზე არ უნდა დაემართოთ და აუცილებლად უნდა იყიდონ.
აუ დღეს თაის ყოფილა ნაპოლისთან, მე კიდევ ტურის თამაშს ველოებოდი.
ნეტა აეს თასის თამაშები არ გამოჩხერეილიყო ყველაზე ცუდ დროს.
ნახევარმცველები გვყავს დოხუია და 1 ფორვარდით რომ ითამაშოს დროებით არ შეი₾ძება?
ის სკამაკაა თუ ჯანდაბა არ უყიდიათ ჯენოადან?
ეს რონალდოც კვადრადოსავით 3 დღეში ერთხელ თამაშით არ გადაიწვას.
რონი გაიტანს და თასი ტურინში ჩავა!!!
იუვეს ულტრასების გამოსამშვიდობებელი ეპისტოლე მარიო მანჯუკიჩს..ციტირება-მარიონე შენ ჩვენს გულებში სამუდამოდ დარჩები იმ ყველაფრისათვის რაც გუნდს გაუკეთე,შენი მონდომების,შემართების და თავდადების გამო შენ ჩვენ გვიყარდი,გვიყვარდი იმ შიშის გამო რომელსაც მეტოქეების გულებში ნერგავდი,და გვიყვარდი იმ იშვიათი ღიმილის გამო რომელსაც შენგან დიდი ხანი ველოდით,შენი ნახვა იუვეს წინააღმდეგ ძალიან მტკივნეული იქნება და დარწმუნებული ვართ არც შენთვის იქნება მარტივი..წარმატებები მარიონე,ბედნიერ 6 თვეს გისურვებთ იტალიაში,ჩაო მარიონე,შენი კურვა,ბიანკონერი..
ნაპოლისთანაც არ წავაგოთ თორემ ოთხეულიც სათუო გახდება ეგრე ვატყობ.
მეც ეგეთი სუნი მცემს ძაან მოტივირებულები გავალთ მხოლოდ ინტერთან მარცხის გამო არა.თუ გინდათ დამცინეთ მე პირადად ნაპოლი ბევრად უფრო საშიშ გუნდად მიმაჩნია ვიდრე ინტერი და მილანი.დემირალს ინტერთან არ უთამაშია ნაპოლისთან საერთოდ განაცხადშიც არ არის ვითომ ისევ ტრავმა მიიღო? სად პოულობენ შუშის ფეხბურთელებს ბლიად ვაახ.