უინსტონ მაკენი:”ეს იყო ჰარი პოტერის ჯოხი”
უინსტონ მაკენი განაგრძობს ტურინელთა რიგებში წარმატებულ ასპარეზობას. ამერიკელმა გარდა იმისა რომ გოლის გატანა მოახერხა, შეფასებების მხრივათაც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა:
“თავადაც ნახეთ მილანელთა მარცხი რამაც ამ შეხვედრას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა მიანიჭა. აქედან გამომდინარე გამარჯვების გამო უსაზღვროდ ბედნიერები ვართ! სკუდეტოსთვის ბრძოლა უკანასკნელ წამამდე გაგრძელდება Fino Alla Fine!
რაში მდგომარეობს ჩემი საიდუმლო? გამიმართლა, რომ ბევრს დავრბივარ, რისი დამსახურებითაც ზონის განთავისუფლებას ვახერხებ და შედეგად შემიძლია დასარტყამ პოზიციაზე გავიყვანო ჩვენი შუახაზელები.
გოლი ზოროს სტილში აღვნიშნე? თითზე ელვის ტატუ მაქვს, რომელიც ჰარი პოტერის გამო გავიკეთე, ასე რომ ეს მისი ჯოხი იყო.”