ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

უკანასკნელი 24 საათის სატრანსფერო სიახლეები

La Gazzetta -ს მტკიცებით იუვენტუსი და რომა ედინ ჯეკოსთან დაკავშირებით გარკვეულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ბოსნიელს გუნდიდან წასვლა სურს, მაგრამ დედაქალაქელები კონტრაქტის გაწყვეტას არ თანხმდებიან.

იუვენტუსი თავის მხრივ დღეისათვის რაიმე თანხის გაღებას მის სანაცვლოდ არ აპირებს.

ერთადერთ ვარიანტად ტურინელები ბარტერს მიიჩნევენ. კერძოდ, ფაბიო პარატიჩი თანხმობას აცხადებს ჯეკოს სანაცვლოდ მგლებს ფედერიკო ბერნარდესკი დაუთმოს.

იტალიელის ტურინული პრესპექტივა ძალიან რთულად გამოიყურება, რადგან ფედე ვერაფრით ახერხებს ანდრეა პირლოსთის საკუთარი საჭიროების დამტკიცებას და ყოველ მომდევნო შეხვედრაში არადამაკმაყოფილებელ შეფასებებს ღებულობს.

მომავალი სეზონისთვის ბიანკონერი შუახაზში გარკვეულ ცვლიელბებს გეგმავს. ბევრი გვარი იწერება ახლა და მათ რიცხვს ტოლისოც შეემატა.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ დუგლას კოშტა ბაიერნის რიგებში არენდით ირჯება და ისინი მის გამოსყიდვას გეგმავენ, არაა გამორიცხული იტალიელებმა საქმეში მათი რომელიმე მოთამაშის ჩართვა მოითხოვოს და თანხის ამგვარად გაქვითვა.

უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში ინტენსიური მოლაპარაკებებია ჯანლუკა სკამაკასთან დაკავშირებით, რომელსაც იტალიაში ძალიან კარგი პრესა გააჩნია.

თუმცა, პრობლემა ჯერ კიდევ Mapei -ს ბინადართა მხრიდან მოთხოვნილი თანხაა, რომელიც 25 მილიონს უტოლდება.

ტურინელები არ გეგმავენ მსგავსი ციფრის გადახდას იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში და მაქსიმალურად ეცდებიან სასუოლოს მოთხოვნების შემცირებას სხვადასხვა ხერხით.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამ მხრივ ახალგაზრდა მოთამაშეების შეთავაზებაა, თუმცა არ კონკრეტდება თუ ვისსზეა საუბარი.

წესით ყველაფერი მალე გადაწყდება.. ჯერჯერობით პროგნოზის გაკეთება ურთულესია, რადგან მოლაპარაკებები რთულად ვითარდება. მითუმეტეს პირლო მეორე ფორვარდად ხშირად იყენებს დეიან კულუსევსკის რომელიც თითქოს ცუდად არ გამოიყურება, მაგრამ მომენტების რეალიზებაზე უკეთ მართებს ასპარეზობა.

პარალელურად აღნიშნულ საკითხზე Calciomercato -ც საუბრობს. მათი ცნობებით ბიანკონერი მზად არის არენდით აიყვანოს შემტევი და სეზონის ბოლოს 22 მილიონი გაიღოს. ასეთი წინადადება არ აწყობს მოკრძალებულ კლუბს და თანხმობას მხოლოდ იმ შემთხვევაში განაცხადებს, თუ ხელშეკრულებაში გამოსყიდვას აუცილებელი ხასიათი მიენიჭება.

3 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Juve2003
Juve2003
3 years ago

ამ ჯეკოთი ხო გაატრაკეთ რა საქმე. ბარემ მოხუცთა თავშესაფრად გადაკეთდით მეტსახელიც ხელს გიწყობთ : ახალი სისხლი თქვენ არ გინდათ და. . . სპორტული დირექტორები კი არა სლეები ყავთ რა. დდსშვც

Last edited 3 years ago by Juve2003
bero-juve10
bero-juve10
3 years ago

chemi azrit am zamtris satransferoze erti kargi naxevar mcveli gvinda
magalitad – isko, kante, erikseni an riki puchi amatgan ert erti tundac ganvadebit shemdeg gamosyidvit
shemdeg sezonistvis ki aset iuves vixilavdi didi siamovnebit
mekareebi: shesni, donaruma, bufoni an pinsolio
mcvelebi: kielini, de ligti, danilo, sandro, dragusini, luka pelegrini, regiloni
frabota, romero
naxevar mcvelebi: kieza, makkeni, bentankuri, kante, riki puchi, arturi, pogba, orsolini
tavdamsxmelebi: ronaldu, dibala, morata, kulusevski

————————————–donaruma——————————-

regiloni——————de ligti——————–kielini————-danilo

——————————–arturi———-kante————————–

——————–dibala————-pogba————-ronaldu————

—————————————-morata———————————

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

ჟანგიანი ჯეკო თუ იყიდეს შეგვრჩება სამუდამოდ მიდი მერე და მოიშორე.სკამაკაც მაგრად არ მევასება.მოკლედ ამ ყველაფერს ჯობია 1 2 ზედმეტი ფეხბურთელი მოვიშოროთ.ხედირა, დემირალი კიელინი, ფრაბოტა, ბერნარდესკი აქედან 3 მაინც არის ზედმეტი.საიდან მოყავთ ასეთი ფეხბურთელები ტო ზამენაზე ჯდომით ტრავმვებს რო ღებულობენ.ვინმე ჩვეულებრივი მცველი თუ არ მერჩივნოს შუშის კიელინი დემირალს! ნედვედმა და პარატიჩიმ სახელები გაიკეთონ ერთ ადგილას თუ ყოველ წამს ტრავმებს ღებულობენ.თუ მათთვის ხშირი ტრავმვები პრობლემა არაა მაშინ დაეტოვათ დაგლას კოსტა.მგონი ერთადერთია ვინც ტრავმის შემდეგ ბრუნდება და თავს რაღაცით მაინც გამახსოვრებს.

Last edited 3 years ago by LASHAJUVENTINO
batumski
batumski
3 years ago

სკამაკას არანაირი აუცილებლობა არ არსებობს,მის გარეშეც გავალთ ფონს

batumski
batumski
3 years ago

ტოლისო კარგი ვარიანტია,ფრანგ შუახაზელს კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და ბაიერნი არ აპირებს მასთან ურთიერთობის გაგრძელებას,დაგლას კოსტა??ბაიერნს არაფერში ჭირდება(გნაბრი,კომანი,დაგლასა ამ მოცემულობაში მეორე ხარისხოვანია,შესაბამისად არ გამოისყიდის)..

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x