ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჩეკარინი იუვენტუსის სატრანსფერო სვლებზე

ფაბიო პარატიჩი

Rai Sport -ის წამყვანი ნიკოლო ჩეკარინი ბიანკონერის სატრანსფერო სვლებზე საუბრობს:

“ფაბიო პარატიჩი ჟურნალისტებთან გულახდილი არ არის. საქმე იმაშია, რომ ტურინელები ვერ ახერხებენ სატრანსფერო საქმიანობისთვის შესაბამისი სახსრების უზრუნველყოფას.

ამის მიზეზი არის ორი – მაურისიო სარი და სამი ხედირა. ვერცერთთან ვერ მოგვარდა კონტრაქტის გაწყვეტის საკითხი და გუნდს ეს ყოველივე ბალანსის სახით დისკომფორტს უქმნის.

აქედან გამომდინარე, ზაფხულში ტურინელებმა გაყიდვების კუთხით უკეთესი შედეგი უნდა აჩვენონ.

და მაინც რას უნდა ველოდოთ იანვარში? რთული ამბავია.. ედინ ჯეკოზე გავრცელდა რაღაც ხმები, მაგრამ დიდი ალბათობით სეზონს რომას რიგებში ჩაამთავრებს.

სკამასკაზე კი ჯენოა ითხოვს გარანტიებს.. ოპერაცია შეუსრულებელი არ ჩანს, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ახლა იუვენტუსი სხვა პოზიციებზეა ორიენტირებული.

რომელზე? ჭირდება ეგრეთ წოდებული “დირიჟორი”.. ბაზარზე ასეთი მანუელ ლოკატელი ჩანს.. იტალიელს სასუოლო 35 მილიონად აფასებს. იანვარში ამ თანხის ინვესტირება წარმოუდგენელია, ხოლო Mapei -ს ბინადრები არენდას გამოსყიდვით და მსგავსი ფორმულით არ განიხილავენ.

სხვათაშორის ბოლო რამდენიმე დღეა ოლივიე ჟირუს კანდიდატურაზეც წავიდა საუბარი. ფრანგი თავისუფალი აგენტი ხდება და ბიანკონერი ამ ფაქტთან მიმართებაში ყურადღებას ნამდვილად იჩენს.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x