ანდრეა პირლო:”სპალი მხოლოდ ფურცელზეა სერია ბ-ს გუნდი”
დღეს, ჩვენი დროით 23:45 -ზე იტალიის თასის 1/4 ფინალურ ეტაპზე, ერთმანეთის პირისპირ იუვენტუსი და სპალი წარსდგებიან.
აღნიშნულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს ტრადიციულად ანდრეა პირლო ესაუბრა:
“ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ყველა ტურნირში სადაც მონაწილეობას ვღებულობთ, ბოლომდე გავიაროთ. კარგი იქნებოდა სერია ა-ში უფრო მეტი ქულის აღება, მაგრამ ასეთ გადატვირთულ გრაფიკში ვფიქრობ ნორმალურია მცირეოდენი ჩავარდნები.
იტალიის თასი სხვა ტურნირებთან ერთად, ჩვენი უმთავრესი სამიზნეა და კონცენტრირება არ უნდა დავკარგოთ. არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება მოწინააღმდეგე, მთავარი კურსიდან არ უნდა გადავუხვიოთ.
სპალი მხოლოდ ფურცელზეა სერია ბ-ს გუნდი.. მათ უყვართ საკუთარი ფეხბურთის თამაში.. შესაბამისად ყურადღებით მოგვიწევს ყოფნა, რათ რთულ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ.
სპალი ძირითადათ თავს სამი მცველით იცავს.. თუმცა, შეტევაშიც ხშირად სამი მოთამაშით იმყოფება და შუახაზიდან ორი ფეხბურთელი დამატებით კომფორტს ქმნის. ასე რომ მოდუნება ძვირად დაგვიჯდება.
მერიჰ დემირალი და მატეის დე ლიხტი შეხვედრას პირველსავე წუთებიდან დაიწყებენ. კარს ჯანლუიჯი ბუფონი დაიცავს. როდრიგო ბენტანკურს კი დასვენების საშუალება მიეცემა.”
პირველივე ტაიმში უნდა მოუმთავროთ.ისევ ჯენოასავით არ მოგვივიდეს ეხლა მოგებული თამაში ექსტრა ტაიმამდე მივიყვანეთ.