ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

განახლებული ინფორმაცია ჯეკოსთან და სკამაკასთან დაკავშირებით

დღეისათვის იუვენტუსის სატრანსფერო ჰორიზონტზე ყველაზე მეტად ორი გვარი ფიგურირებს.

ორივე მათგანი ცენტრ ფორვარდია – ედინ ჯეკო და ჯანლუკა სკამაკა.

ბოსნიელთან დაკავშირებით, რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ცნობა, რომელიც Il Tempo -ს ეკუთვნის.

ტანმაღალი ფორვარდი მზად არის დატოვოს რომა მხოლოდ უკეთესი კლუბისთვის. დედაქალაქში ის და თავის ოჯახი თავს ძალზედ კომფორტულად გრძნობენ, თუმცა კარიერული თვალსაზრისით მზადყოფნას გამოთქვამს ამ ყველაფერზე უარი განაცხადოს.

იუვენტუსმა თავის მხრივ დაიწყო კონტაქტები და პირველ ეტაპზე ჯალოროსის 1986 წელს დაბადებული შემტევის სანაცვლოდ ფედერიკო ბერნარდესკი შეთავაზა.

ჯერჯერობით დედაქალაქელთა პასუხი უცნობია.. კულუარული ცნობებით რომას არ სურს მისი დათმობა, რადგან ბაზარზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე გაუჭირდება მისი სრულფასოვანი შემცვლელის პოვნა.

რაც შეეხება ჯანლუკას..

მისთვის ბოლონიაც იბრძვის, მაგრამ საერთო მოსაზრებით იუვენტუსი უკეთეს სიტუაციაში იმყოფება.

რომ არა ჯეკოს სიტუაცია წესით ფაბიო პარატიჩი სკამაკას უკვე გაიფორმებდა, მაგრამ ახლა ბიანკონერის სპორტული დირექტორი უკანასკნელ წამამდე დაიცდის და მაქსიმალურად ეცდება ანდრეა პირლოს თხოვნის შესრულებას, რომელსაც ედინის ხილვა დიდი ხანია სურს.

9 thoughts on “განახლებული ინფორმაცია ჯეკოსთან და სკამაკასთან დაკავშირებით

  1. უი ეგ სულ არ მახსოვდა ინტერს ვხდებით თუ გავცდით სპალს. სიფათი უნდა ავახიოთ ინტერს.

  2. Juventus (probable): Buffon; Di Pardo, Demiral, De Ligt, Frabotta; Bernardeschi, Fagioli, Rabiot, Ramsey; Kulusevski, Morata
    SPAL (probable): Berisha; Okoli, Vicari, Ranieri; Dickmann, Mora, Murgia, Sala; Brignola; Floccari, Seck

  3. იმედია დღეს სპეციას გაცდებიან თასზე და ნახევრფინალში ინტერთან 2 მატჩიან დაპირისპირებას ვიხილავთ დამატებით.

    4 დღე ჩამძვრალი ვიყავი სასმელში ქინქლასავით, ძლივსღა დავილაპარაკე )))

  4. სკამაკა მოიცდის,მოკლევადიან პერსპექტივაში ჯეკო იდეალური ვარიანტია,გადატვირთული გრაფიკის გათვალისწინებით პირლოს საშუალება ექნება როტაციის სადაც ნამდვილად არ მოაკლდება ბოსნიელს სათამაშო დრო..

    1. შეიძლება ასეც იყოს.რონალდოც პრობლემაა იმ მხრივ რო ზამენას არ კადრულობს და სხვები ზამენას ხეხავენ.ახალგაზრდაც რო იყოს შანსი არაა ერთ დონეზე ითამაშოს ყოველ 3 4 დღეში მარა ვინ გაუბედავს შეცვლას.

  5. ამათი ყიდვის აუცილებლობას უბრალოდ ვერ ვხედავ .რა უნდა შეცვალოს გინდ ერთმა გინდმ მეორემ იუვეში? ერთი 34 წლისაა მეორე საერთოდ ჯენოას დონის.დიბალა ვერ მომხვდარა სასტავში ეხლა ესენიღა გვაკლდნენ.რა დრო გამახსენდა პადოინი ანელკა პელუზო ლუკა ტონი და ბენტნერები რო მოყავდათ.

  6. ჯეკო კარგია,ყოველთვის მომწონდა ბოსნიელი,წესით უნდა გამოვიდეს ტრანსფერი რამეთუ ჯეკოსა და ფონსეკას შორის უკიდურესი დაძაბულობაა..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.