ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსი – სპალი (ფეხბურთელების შეფასებები)

ტურინელებმა სპალი 4-0 დაამარცხეს და იტალიის თასის 1/2 ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

ახლა კი გთავაზობთ ტრადიციულ შეფასებებს, რომელიც La Stampa -მ გამოაქვეყნა:

ბუფონი – 6.5 – ძალიან მშვიდად ადევნებდა მატჩს თვალყურს. კარგად არეგულირებდა დაცვის გაადგილებას და ხელმძღვანელობას უწევდა თანაგუნდელებს.

დრაგუსინი – 6.5 – იწყებს პრობლემებით, მაგრამ თანდათანობით აქრობს მეტოქეს და არაფრის გაკეთების საშუალებას არ აძლევს.

დემირალი – 6 – მაინც და მაინც უხეში შეცდომა არ დაუშვია, მაგრამ ჩვეული თავდაჯერებულობა აკლია.

დე ლიხტი – 6.5 – თითქოს კოვიდი არც ქონია. არის ლიდერი უკანახაზში და ხელმძღვანელობდა საკუთარ გუნდს უკანა ხაზიდან. არც შორეულ გადაცემებს მორიდებია.

ფრაბოტა – 7 – ახალგაზრდა ფეხბურთელის პირველი გოლი ტურინელთა რიგებში. უდაოდ გამორჩეული იყო და შეიძლება თამამად ითქვას ბიანკონერის ძირითად გუნდში საუკეთესო მატჩი გამართა. ნაყოფიერია შეტევაში და საიმედოა დაცვაში.

ფაჯიოლი – 6.5 – მშვენიერი მატჩი ახალგაზრდა ნახევარმცველის შესრულებით, რომელიც ბურთსაც კარგად იჭერდა, ტემპსაც და იდეებითაც არავის ჩამოუვარდებოდა. ერთი სიტყვით კარგი ასპარეზობა რთულ როლში.

რაბიო – 7 – ყოველთვის ყურადღებითაა.. სტაბილურად კარგი მატჩი. ერთ-ერთი აფეთქება 11-იანის ეპიზოდი იყო. ასეთი ფრანგი იუვეს ნახევარდაცვას ნამდვილად წაადგება.

რემზი – 6 – რამდენიმეჯერ მნიშვნელოვანი ბურთი დაუბრუნა გუნდს, მაგრამ დანაკარგიც არანაკლები გააკეთა. მეტოქის ნახევარზე განსაკუთრებით არაზუსტია.

ბერნარდესკი – 5 – მარჯვენა ფლანგზეა ამჯერად.. გვრჩება შთაბეჭდილება თითქოს თავის თავს ვერსად ვერ პოულობს..

დი პარდო 46 წუთიდან – 5 – დიდად ვერც ის ცვლის სიტუაციას. გასატანსაც ვერ იტანს.

კულუსევსკი – 7 – თავდაპირველად მაქსიმალურად ცდილობდა თამაში ჩართვას. შემდგომ იჭერს ტემპს და ჯერ ფრაბოტას უკეთებს საგოლე გადაცემას, ხოლო შემდეგ თავადაც იტანს.

მორატა – 7 – ბევრს მოძრაობს და მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებს მეტოქეს. მშვენიერი დუეტი კულუსევსკისთან.

კიეზა – 6.5 – 66 წუთიდან – შემოდის და ჯერ კულუსევსკის ატანინებს, რითაც თამაშს ხურავს.. ხოლო შემდეგ თავადაც იტანს.

2 thoughts on “იუვენტუსი – სპალი (ფეხბურთელების შეფასებები)

  1. ოხ ეს ბერნა რა ნეხვია რა.ეს პატარა ბიჭები უფრო მეტად ჩანან მოედანზე ვიდრე ეგ გაყიდონ მოაცილონ რა.ძაან გადატვრთული კალენდარი გველოდება.

  2. ფაჯიოლი მომეწონა,საკმაოდ მრავალფეროვანი ფეხბურთელია,ტექნიკა,პასი..არაფერი დაეწუნება..ფრაბოტა??უფფ,რა გაისროლა,ძამბროტა გამახსენა..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.