ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რუგანი შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს

დანიელე რუგანის მომავალი იტალიას უკავშირდება.

ამ ეტაპზე ჯერ კიდევ იუვენტუსის საკუთრებაში მყოფი ცენტრალური მცველი არენდით რენში ირჯება, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს.

საუბარი მიდიოდა თითქოს რუგანი ტურინში გააგრძელებდა კარიერას.. თუმცა ტორინოსთან შეთანხმება ფასსზე ვერ შედგა და ეს საუბრებიც მიჩუმდა.

ალტერნატიულ ვარიანტად ამ ეტაპზე პარმა, უდინეზე, ატალანტა და ბოლონია სახელდება.

მათგან ყველაზე მეტად ბოლონია აქტიურობს, რომელიც მზად არის არენდით აიყვანოს მოთამაშე, ხოლო სეზონის ბოლოს 15 მილიონად სრულად გამოისყიდოს.

თუ იუვე დათანხმდება მათგან რომელიმე წინადადებას, მაშინ აღნიშნულ გარიგებას მწვანე შუქს აუნთებენ.

p.s. უკანასკნელ წუთებზე გავრცელებული ცნობების თანახმად, რენთან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც ბოლონია სეზონის ბოლომდე ინათხოვრებს რუგანის და ამის სანაცვლოდ 1 მილიონ ევროს გადაიხდის.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც იუვენტუსის საკუთრება იყო, კარიერას ტორინოს რიგებში გააგრძელებს. საუბარი როლანდო მანდრაგორაზეა, რომელმაც უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და უახლოეს წუთებში კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x