ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსი და იანვრის სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღე

ფაბიო პარატიჩი

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე საათები დარჩა და აქედან გამომდინარე უდაოდ საინტერესოა, რას ფიქრობს იუვენტუსი და აპირებს თუ არა სპორტული დირექტორი რაიმე სვლის განხორციელებას.

იტალიური გამომცემლობების მტკიცებით, ამ წუთისთვის ყველაზე რეალურ ვარიანტად ჯანლუკა სკამაკა სახელდება, თუმცა..

ფაბიო პარატიჩი ფორვარდში თანხის გადახდას არ გეგმავს და ერთადერთ ვარიანტად, მხოლოდ არენდას განიხილვას და ისიც გამოსყიდვის უფლების გარეშე.

ადრე ვრცელდებოდა ცნობები, თითქოს ბიანკონერი 22 მილიონს გადაიხდიდა, თუმცა თვადაც ხედავთ რომ იუვე ამ მიმართულებითაც აღარ აქტიურობს.

ანდრეა პირლომ არაერთხელ განაცხადა, რომ გუნდი ფორვარდს არ საჭიროებს.. როგორც ჩანს მაესტრო კმაყოფილი დარჩა დეიან კულუსევსკის წინ აწევით.. პლიუს პაულო დიბალაც ბრუნდება და წესით ამიტომაც მიიჩნევს სეზონის დასრულებამდე არსებულ შემადგენლობას სრულებით საკმარისად მიზნების მისაღწევად.

ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალყურს ბაზარზე მიმდინარე პროცესებს და თუ ინტენსიურად ვეცდებით სიახლეების განახლებას.

აქვე, სამი ხედირაზე ორიოდე სიტყვა. კლუბთან შეთანხმების შემდეგ გერმანელი კარიერას ბერლინის ჰერტაში გააგრძელებს, სადაც გუშინვე ჩაფრინდა და ბოლო ცნობებით სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x