ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო ინტერთან მოახლოებულ მატჩზე

დღეს, ჩვენი დროით 23:45 -ზე იუვენტუსი იტალიის თასის პირველ 1/2 ფინალურ შეხვედრაში მილანის ინტერს დაუპირისპირდება.

გთავაზობთ ანდრეა პირლოს ტრადიციულ წინასამატჩო პრესკონფერენციას:

“მინდა ვიხილო გუნდი, რომელმაც ზუსტად იცის რა ძალას ფლობს! არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს პირველი შეხვედრაა და წინ საპასუხო დაპირისპირებაც გველის. 

შემადგენლობაში ცვლილებები აუცილებლად შევა. მაგალითად მოედანზე პირველსავე წუთებიდან ვიხილავთ ჯანლუიჯი ბუფონს.. აარონ რემზი შეხვედრას კუნთის ტრავმის გამო გამოტოვებს.

მოცემულ შემადგენლობას ჯერ კიდევ აქვს ამბიცია იყოს საუკეთესო. მერწმუნეთ, ეს ყველაზე მთავარია და მისი დამსახურებით ყველაფერი შესაძლებელია.

ინტერთან მარცხმა ბევრი რამ გვასწავლა. როდესაც სათანადო დონეზე კონცენტრირებულები არ ვართ, გამოდის რომ მოედანზე არა იუვენტუსი, არამედ რომელიც სხვა გუნდია. 

საბედნიეროდ მარცხის შემდეგ სამ დღეში ნაპოლისთან მოგვიწია შეხვედრა. მოტივაცია ფინალის წინ გაიზარდა და ახლა მთავარია აღებული ტემპი შევინარჩუნოთ. სეზონის მეორე ნახევარი სულ ახლახანს დაიწყო და მოდუნება ყოვლად დაუშვებელია!

ინტერისგან ჩვეულ მატჩს ველით. ზუსტად ვიცით ანტონიო კონტესგან რას უნდა ველოდოთ. ბრწყინვალედ მოქმედებენ დაცვაში და სახიფათო კონტრ შეტევებით იწონებენ თავს. გულშემატკივრებს წინ საინტერესო 180 წუთი ან სულაც უფრო მეტი ელით.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

უადვილესი გასაშიფრია ინტერის თამაშის სტილი და კონტეს ჯართი ტაქტიკაც უნდა დავადოთ.ნუ ორმატჩიანია რა შეიძლება პირველი ტაიმი დავაყაროთ მეორე ტაიმი დაუკეტოთ.დარწმუნებული ვარ გაუტანთ გოლს.მორატა უნდა გამოფხიზლდეს რაღაც ამ ბოლო დროს ვერაა ფორმაში თითქოს.

maradona73
maradona73
3 years ago

ლუკაკუმ ხომ 1 მატჩიანი დისკვალიფიკაცია აირტყა, მგონი არ იქნება დღეს.

aragveli
aragveli
3 years ago
Reply to  maradona73

მაგ დისკვალიფიკაციას მერე მოიხდის :) ეხლა ყვითლების გამო გამოტოვებს

maradona73
maradona73
3 years ago

აბა ვნახოთ რა იცი ზუსტად, ისევ არ ჩაგხადოს კონტემ ))

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x