ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯორჯო კიელინი:”მოედანზე ყველაფრის გაკეთება შემიძლია”

ჯორჯო კიელინისთვის ტოტენჰემთან მატჩი დაუვიწყარი გამოდგა:

“ბევრი მეკითხება ეპიზოდს, რომელმაც დიდი ბედნიერება მომანიჭა და ერთ-ერთი ასეთი 2018 წელს მოხდა, როდესაც ტოტენჰემს დავუპირისპირდით.

უდაოდ მძიმე გამოდგა ორივე შეხვედრა, რადგან მაშინ ლონდონელები ფანტასტიურ ფეხბურთს თამაშობდნენ..

89 წუთზე იყო მომენტი, რომელიც ჰარი კეინმა გოლად ვერ აქცია, რამაც დიდი შვება მომგვარა.. მატჩის დასრულების შემდეგ იყო გულმხურვალე ჩახუტება ანდრეა ბარძალისთან და ჯანლუიჯი ბუფონთან! აი ასეთი ეპიზოდები არასდროს დაგავიწყდება.

სამეული? ბარძალი გამორჩეულ ადგილს იკავებს! საოცრად მაღალი დონის მცველი იყო! თუმცა, რაღაც თვისებები რაც აქვთ დღეისათვის სერხიო რამოს და ვირჯილ ვან დეიკს არცერთ ჩვენგანს არ ქონია.

გაორება? დიახ, არის ასეთი რამ.. თითქოს ჩემში ცხოვრობს პიროვნება, რომელიც მოედანზე ყველაფერზე წამსვლელია.. ცხოვრებაში კი საკმაოდ მოკრძალებული და თავშეკავებული გახლავართ.

საფეხბურთო კარიერის დასრულება ცარიელი ტრიბუნების ქვეშ, არ იძლევა იმ ემოციას რაც ასე გვიყვარს.. თუმცა, ჯობს იყოს ეს ვიდრე საერთოდ არაფერი.. 

სუპერლიგა? ანდრეა ანიელის არაერთხელ ვუთხარი, რომ თითოეული მოთამაშის ოცნებაა ყოველ კვირას ბარსელონას, პსჟ-ს, რეალს ან მანჩესტერს ეთამაშოს. ფეხბურთისთვის და ზოგადად ფეხბურთელისთვისაც ეს საუკეთესო განვითარების საშუალება იქნებოდა.

ყოველთვის არის გზა, რომელიც გაძლევს განვითარების საშუალებას და აუცილებელია პროგრეს ფეხი აუყოლო.

მითუმეტეს კოვიდ სიტუაციამ ძალზედ საგანგაშო სიტუაციაში ჩაგვაგდო.. მოქმედების დროა.”

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
iobidze jondo
iobidze jondo
3 years ago

მართლაც უძლიერესი იყო არა მარტო იტალიაში, არამედ ევროპაშიც ბარძალი, ბონუჩი კიელინის ტრიო,

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

ეხ რა სასტავი გვყავდა და ლიგის ფინალებში რეები გვემართება.წელსაც შეგვიძლია ფინალში მოვხვდეთ.რა მოხდება პირლომ 4-3-3 თუ არა 4-3-1-2 ათამაშოს გუნდი ხო მოწონს თავდასხმელების ცენტრში ჩამოწევა ხოდა დააყენოს დიბალა 2 თავდასხმელის უკან და ყავდეს წინ 2 თავდასხმელი სტაბილურად.ამნაირი 4-4-2ით ლიგას ვერ მოვიგებთ ერთმანეთში არიან შეზელილები.თავდასხმაში ერთმანეთს ეძებენ მასე გრანდებთან ძაან გაგვიჭირდება განსაკუთრებით მაშინ როდესაც გოლი გვაქ გასატანი.

batumski
batumski
3 years ago

ვინღა დარჩა,ჯიჯი და ჯორჯო ძველი გვარდიიდან..

batumski
batumski
3 years ago

ძნელად წარმოსადგენია ჯორჯოს ჩანაცვლება..გაეტანო შირეას ღირსეული მემკვიდრე,ბიანკონერის ისტორიის ნაწილი და პროექტი..

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x