ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მასიმო პავანი:”პირლო ამ მატჩს განსაკუთრებულად ელოდება”

მასიმო პავანი იუვენტუსსთან დაახლოებული ჟურნალისტია, რომელიც ყოველთვის მაქსიმალური სიზუსტით გადმოცემს იმ ატმოსფეროს, რომელიც კლუბის გარშემოა შექმნილი.

ამჯერად პავანი მოახლოებულ მატჩზე საუბრობს, რომელსაც ნამდვილ ფინალად ასახელებს:

“დიახ, ეს არის ფინალი.. და ფინალი რომელიც ანდრეა პირლომ უნდა მოიპოვოს! ეს მისთვის პირველი გახდება!

სუპერთასი არ ითვლება, რადგან საბოლოო ჯამში ეს ხომ შარშანდელი სეზონის შედეგი იყო.. რომელიც სხვა მწვრთნელის მიერ იყო მოპოვებული.

ამიტომაც გაუსვა ხაზი მთავარმა მწვრთნელმა იმ გარემოებას, რომ ფეხბურთელებმა დაივიწყონ პირველი შედეგი და მინდორზე გავიდნენ 0-0 -ის განწყობით.. იყვნენ აგრესიულები და მაქსიმუმი გააკეთონ მიზნის მისაღწევად!

ძნელია არ დავეთანხმოთ. დღევანდელი საფეხბურთო სამყარო ისეთ პირობებში ცხოვრობს, რომ ვერ გაიგებ სად ჯობს თამაში.. არანაირი უპირატესობა არა აქვს იმ ფაქტს, რომ შინაურ კედლებში გიწევს ყოფნა. გულშემატკივარი ვერ გეხმარება და ეს მუხტი არ იგრძნობა.

ასე რომ მაესტრომ პრობლემა ზუსტად დაინახა.. მას სურს იხილოს ზუსტად ის გუნდი, რომელმაც ბოლო მატჩებში მეტი კონცენტრირება გამოავლინა და გამარჯვებები მიჯრით მოიპოვა.

გახსოვთ მატჩი, რომელიც სასწორზე ბევრ რამეს დებდა და მასში ტურინს საკადრო პრობლემები არ აწუხებდა? სამწუხაროდ ეს ტრადიცია დერბი დ’იტალიის საპასუხო 1/2 ფინალშიც იქნება..

მაშინ როდესაც ინტერს ჰაკიმი და ლუკაკუ დაუბრუნდა, რომლებმაც გამოტოვეს პირველი დაპირისპირება, ბიანკონერის დიდი ალბათობით არტურის და ბონუჩის იმედი არ უნდა ქონდეს. ლაზარეთში რჩება პაულო დიბალაც. არცთუ კარგი ცნობები ვრცელდება ალვარო მორატასთან დაკავშირებითაც.

ზუსტად ვიცით, რომ სასტარტოში იქნება დეიან კულუსევსკი. მწვრთნელმა მასსზე ფსონი გააკეთა და გულშემატკივარიც შვედისგან ბევრს ელის. სწორედ ის გაუწევს პარტნიორობას კრიშტიანო რონალდუს.. 

პირლო მოტივირებულია.. ფეხბურთელებს მაქსიმალური ყურადღებისკენ მოუწოდებს და დაუფარავს გამოხატავს სურვილს, რომ ეს ეტაპი წარმატებით გაიაროს, რათა მწვრთნელის ამპლუაში მის მიერ მოპოვებულ პირველ ფინალში მიიღოს მონაწილეობა.”

13 thoughts on “მასიმო პავანი:”პირლო ამ მატჩს განსაკუთრებულად ელოდება”

  1. იუვე ბურთს უეჭველი გაუშვებს თუმცა გატანითაც გაიტანს და ფინალშიც გავა. სერია ა რაც შეეხება სავარაუდოდ 10 ტურის ფარგლებში გადაუსწრებს ორივე მილანურ “სუპერ გრანდს”.

  2. რაღც გული მეთანაღრება დღეს, ნამეტანი ეკონომ რემი არ ჩართოს პირლომ და არ შევრცხვეთ კიდევ ერთხელ …

  3. maradona73
    ტიპი ზედგამოჭრილი იყო ატალანტასთვის.მაინც რა მოხდა მაგისთანა რო გააგდეს საინტერესოა.

    1. გასპერინიმ და მაგან დასცხეს მგონი და გასპერინიმ ქვა ააგდო თავი შეუშვირა, ან ეგ და ან მეო )

  4. რაღაც ამ ტრავმვების დიდად არ მჯერა ბევრი ლაპარაკი რო არ წავიდეს შემადგენლობაზე ალბათ მაგიტო სიაფანდობენ.ძალით თუ არ გავიჩალიჩეთ ინტერის გასვლის შანსი არაა.

    1. ატალანტა ნაპოლი. ნაპოლის ბერტყვა მომბეზრდა.ძალიან მინდა ატალანტას რაც შეიძლება ბევრჯერ ამოუდოთ რაღაც ძაან აბლატავდნენ ჩვენთან :D

      1. მადლობა ლაშა.
        მაგრა მიქარეს გომესი რომ გაუშვეს, სტაბილურობა დაკარგეს, ლაციომ არ ამოსდოთ სახლში.

  5. დაცვიდან უნდა ვეთამაშოთ აქტიური პრესინგით, იმედია 2 გოლს არ გავუშვებთ და სანერვიულო არაფერი იქნება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.