დელ პიერო:”ანტონიო, ფრთხილად იყავი”

ალესანდრო დელ პიერო
ალესანდრო დელ პიერო ანტონიო კონტეს რჩევას აძლევს:
“ანტონიოს ადგილას რომ ვიყო მეტ წინდახედულობას გამოვიჩენდი.
დღეისათვის მისი გუნდი მხოლოდ სერია ა-სთვის თუ იბრძოლებს, რადგან ყველა სხვა დანარჩენ ტურნირზე ფიასკო განიცადა.
თუმცა, ვიცი რა მისი ხასიათი და შემართება, დარწმუნებული ვარ არაერთი გეგმა ბ ან ც ექნება.
იუვენტუსთან შეხვედრაში მართალია ბურთი ნერიაძურის ქონდა, თუმცა აქედან რეალური შედეგის მიღწევა ვერ მოხერხდა.
გუნდს ფანტაზია აკლდა და ვერ იყენებდა იმ უპირატესობას, რაც გააჩნდა.. ბოლო 25-30 მეტრზე არანაირი კრეატიულობა არ იგრძნობოდა და სწორედ ამ მხრივ აქვს კონტეს დიდი სამუშაო გასაწევი.”