ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რამდენად სერიოზულია არტურ მელოს ტრავმა?

არტურ მელოსთან დაკავშირებით, გუშინ ფრიად არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა.

ბრაზილიელ ნახევარმცველს უკვე დიდი ხანია, რაც მარჯვენა ფეხზე საკმაოდ მწვავე ტკივილები აქვს. რომასთან დაპირისპირებისას სწორედ ასეთი მწვავე დისკომფორტის თანხმლებით იასპარეზა, ხოლო ინტერთან იმავეს გამეორება უკვე ვეღარ შეძლო.

დეტალურმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ მოთამაშეს პოსტრავმული კალციფიკაცია აქვს ძვალთაშორის გარსის დონეზე.

გახსოვთ დეკემბერში პაბლო რომეროსთან შეჯახება? სწორედ ამ წამიდან მოყოლებული აქვს ტრავმა და სამედიცინო პერსონალი არ ნიშნავდა შესაბამის სამკურნალო კურს, რადგან იმედი ქონდა რომ ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლიდა.

ახლა კი მელო კონსერვატიულ თერაპიას საჭიროებს, რომლის პერიოდშიც სრული სიმშვიდეა საჭირო.

ამ ეტაპზე საკმაოდ რთულია იმის პროგნოზი, სარეაბილიტაციო პერიოდი რა დროს დაიკავებს, თუმცა საქმე ყველაზე კარგ შემთხვევაში შესაძლოა რამდენიმე კვირასთან გვქონდეს.

სამედიცინო პერსონალი ყოველდღიურად დააკვირდება ფეხბურთელის მდგომარეობას, რომელიც მომავალი კვირის ბოლოსთვის უკვე გარკვეულ სურათს მოგვცემს, თუ როდის შეძლებს მელო მოედანზე დაბრუნებას.

2 thoughts on “რამდენად სერიოზულია არტურ მელოს ტრავმა?

  1. ადრე უნდა მომხდარიყო ქირურგიული ჩარევა..დალშე დრო აჩვენებს,ყოველდღიურ დაკვირვებას საჭიროებს,საგულისხმოა დინამიკაში როგორ განვითარდება პროცესები..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.