ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დანილოს და ალექს სანდროს ინტერვიუ UEFA -სთან

ბრუნდება ჩემპიონთა ლიგა და იუვენტუსი ოთხშაბათს პორტოს დაუპირისპირდება.

გუნდს, რომელსაც კარგად იცნობს როგორც სრულად იუვენტუსი, არამედ ცალკეული მისი წევრებიც..

მაგალითად დანილო და ალექს სანდრო გარკვეული პერიოდი პორტუგალიური გრანდის ღირსებას იცავდნენ და თავს საუკეთესო კუთხით იჩენდნენ.

ამიტომაც გადაწყვიტა UEFA -ს მედია სამსახურმა სწორედ ბიანკონერის ორ ბრაზილიელთან კონტრაქტის ჩაწერა:

ალექს სანდრო:“მოხარული ვარ, რომ დანილოსთან ერთად ისევ ერთ კლუბში ვიმყოფები. ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ.. ჩვენი ოჯახის წევრები ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტში იმყოფებიან, ასე რომ თამამად შეიძლება ითქვას ერთი დიდი ოჯახი ვართ.

ჩვენ ვერ ვისაუბრებთ დანილოს ისტორიაზე ისე, რომ ჩემსას არ შევეხოთ.. თქვენ ვერ ისაუბრებთ ალექს სანდროს ისტორიაზე ისე, რომ დანილოსას არ შევეხოთ. ასე რომ მართლაც სასიამოვნოა, დღეს ჩემს გვერდით დანილოს ხილვა!”

დანილო:“იყო შანსი სხვა კლუბში აღმოვჩენილიყავი, მაგრამ სანდრომ დაჟინებით მთხოვა, რომ კარიერაი ტურინში გამეგრძელებინა, რაზეც ბევრი აღარ მიფიქრია და ვუთხარი, რომ ასე მოვიქცეოდი.”

ალექს სანდრო:”სიმართლე გითხრათ, ჩემს გარეშე დიდხანს მაინც ვერ ჩერდება. ვუთხარი, რომ მეგობარო შენ გჭირდები ისეთი ვინმე, ვინც შენზე იზრუნებს.. ამიტომ ბარგი ჩაალაგე და გელოდები.”

დანილო:“ხშირად მეკითხებიან პორტოში გატარებული პერიოდიდან რა დამამახსოვრდა და პასუხი არასდროს იცვლება – ყველაფერი! ჩვენ ერთად უამრავ დროს ვატარებდით.. საქმე მარტო საწვრთნელ პროცეს არ ეხება, რადგან ბაზაზეც სულ ერთად ვიყავით.

ეს არის პერიოდი, როდესაც ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში ბევრი ცვლილება მოხდა. გვერდით ასეთი მეგობარი დიდ ძალას წარმოადგენს.

უცნაურია, მაგრამ ახლაც კი.. ამდენი წლის შემდეგ როდესაც საუზმეზე გავდივართ, ისევ იგივე თემებზე ვსაუბრობთ. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.”

ალექს სანდრო:“იცი სულ იმას ითხოვდა, რომ ჩვენ ერთ ოთახში ვყოფილიყავით.”

დანილო:“დიახ, ეს ჩვენი ცხოვრების მშვენიერი პერიოდი იყო.”

დანილო:“მატჩი პორტოსთან? ასეთ დაპირისპირებებს განსაკუთრებულად ვეკიდებოდით. შეიძლება ითქვას, რომ მოუთმენლად ველოდით და ამ წამით ვცხოვრობდით. სრული სიზუსტით გეტყვით, რომ სერჟიო კონსეისაო ამ ბრძოლისთვის აბსოლუტურად მზად იქნება.”

ალექს სანდრო:“ჯესუს კორონას გამოვარჩევდი, რომელიც მსოფლიო მასშტაბის ფეხბურთელია. დანილოს სიტყვებს დავუმატებ ერთ მცირე დეტალს – საქმე მენტიტალიტეტში არის. პორტოს გააჩნია დიდი მენტალობა და საკუთარ თავში რწმენა. მათ არავისი ეშინიათ და თამაშობენ თავის ფეხბურთს!

თუმცა, იუვენტუსი ძალიან კარგად იცნობს ამ გუნდს და ჩვენ ახლა საკუთარი მიზნები გვაქვს, რომლის სისრულეში მოყვანისთვის ვშრომობთ.”

დანილო:“წლევანდელი სეზონი? უცნაური გამოდგა, მაგრამ მიუხედავად სირთულეებისა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ტურნირში წარმატებისთვის ვიბრძვით.

სუპერ თასის მოგების შემდეგ, სკუდეტოსთვის გამოვასწორეთ სიტუაცია და ახლა ცოტახანში ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ჩავერთვებით.”

ალექს სანდრო:“სხვა ყველაფერთან ერთად, ფეხბურთელებმაც დიდი პროგრესი განიცადეს და რაც მთავარია მენტალურად გაიზარდნენ.”

დანილო:”პირლო და ტაქტიკის ცვლილება თამაშის მიმდინარეობისას? ეს არის მომავლის ფეხბურთი. ეს უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ფუნქცია მოედანზე. ეს არის ეპიზოდი, როდესაც მანევრირების დასრულება განაპირობებს მოედანზე შენს პოზიციას. სივრცის ათვისება და დრო ქმნის ამ ყოველივეს.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x