ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური მედია იუვენტუსს და პირლოს მიწასთან ასწორებს

იტალიური მედია ყოველთვის გამოირჩეოდა ხმამაღალი კრიტიკით. ბუნებრივია არც ახლა დაინდეს იუვენტუსი პირლო და ყველა ვინც ამ მარცხთან იყო კავშირში:

Gazzetta

“პირლომ თავიდანვე ბევრი შეცდომა დაუშვა, რასაც ბენტანკური აბსურდული ქმედება მოყვა. ურუგვაელმა იუვენტუსს დანა გამოუსვა, რომლიც მოშუშება მცირედით კიეზამ მოახერხა. ფედერიკო ერთადერთია იუვენტუსის რიგებში, რომელსაც გუნდის იმიჯის გადარჩენა სურდა.”

Corriere Di Torino

“იუვენტუსი ისე თამაშობდა, თითქოს მისთვის ეს ტურნირი სულერთია. არანაირი ფანტაზია, იდეა და ბევრი შეცდომა. რონალდუ აშკარად ტურინში დარჩა, რომელიც მხოლოდ მეორე ტაიმის ბოლოს შემოიყვანეს ტაქსით. 11-იანი ნამდვილად იყო, მაგრამ ეს არ არის გასასამართლებელი საშუალება.”

La Stampa 

“ფედერიკო კიეზა! ადამიანი, რომელმაც იუვენტუსს შანსი შეუნარჩუნა. სხვა მხრივ გუნდის თამაშზე საუბარიც არ ღირს, რადგან შესაფასებელიც არაფერია.”

CorSport

“ცივი შხაპი პირველსავე წამებზე, რომლისგანაც გამოფხიზლება მხოლოდ მეორე ტაიმის ბოლოსკენ მოხერხდა. თუმცა, კიეზას გოლმა, რომელიც საერთო კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო, აბსოლუტურად ვერ გადაფარა ის საშინელი ასპარეზობა რომელიც იუვენტუსმა ჩაატარა.”

Corsera

“რონალდუ სამშობლოში ტურისტის სტატუსით იმყოფებოდა. გუნდი კომურ მდგომარეობაში ჩავარდა და მხოლოდ კიეზამ შეძლო მისთვის სიცოცხლისთვის აუცილებელი ელემენტების შენარჩუნება.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x