ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კრისტიან რომერო:”დე ლიხტი საუკეთესოა!”

კრისტიან რომერო ატალანტაში საკმაოდ მაღალ დონეზე ასპარეზობს და ბევრს მიაჩნია, რომ მისი გასხვისებით ბიანკონერიმ სერიოზული შეცდომა დაუშვა.

თავად არგენტინელი მადლობას უხდის კლუბს ასეთი გადაწყვეტილებისთვის:

“სიტუაციას დიდხანს განვიხილავდით და ბოლოს ერთხმად მივედით ამ გადაწყვეტილებამდე. 

ტურინში საკმაოდ დიდი კონკურენციაა.. მითუმეტეს გუნდში მატეის დე ლიხტის მოსვლის შემდეგ, პრაქტიკულად წარმოუდგენელი ხდებოდა ძირითადისკენ მიმავალი გზის გაკვალვა.

პირადად ჩემთვის ჰოლანდიელი, მის თანამემამულე ვირჯილ ვან დაიკთან ერთდ, დღეისათვის საუკეთესო უკანახაზელებად მიმაჩნია. 

მომავალი? საფეხბურთო სამყაროში რაიმეს პროგნოზირება რთულია. აქედან გამომდინარე, თუ შენ მართლა გსურს წარმატების მიღწევა ჯობს დღევანდელზე კონცენტრირდე. 

მესმის, რომ დღეს შეიძლება გაქებდნენ.. მაგრამ რა იქნება ხვალ? სულ ერთი შეცდომაა საჭირო, რათა კრიტიკის ობიექტად გადაიქცე.. ასე რომ მოდუნება არ შეიძლება.. სეზონის ბოლოს კი მშვიდ გარემოში ყველაფერი ნათელი გახდება.”

12 thoughts on “კრისტიან რომერო:”დე ლიხტი საუკეთესოა!”

  1. ისე ბრატცი როგორ მინდა ბავარიას შევხვდეთ თუ პორტოს გავცდით პოლის ჯოხივით უნდა ვათრიოთ.რამდენჯერ გამოგვაგდეს ერთი ჩვენც ხო უნდა დაუკატავოთ :D თან ეხლა ტრაქტორი კრისტინაც გვყავს შიგ ნოიერში შეასრიალებს ერთ ორ გოლს. იმედია დღეს ლაციო რამეს იზავს.ბაიერნი მაგარი მეზიზღება ბავშვობიდან.

  2. რომერო მეც მომწონს, მაგრამ გვყავს დე ლიხტი და დემირალი, მე ვისურვებდი იუვეში ბარელას, როგორ ვერ მოვახერხეთ მისი დათრევა

    1. სასწაული ბიჭია,უმაგრესი..ვერ ვითრიეთ მარტივი მიზეზის გამო,ტრადიციულად მოჟოშკეს..ეგრე იყო ვერატის შემთხვევაშიც..

  3. ნუთუ არავინ არის რომ უთხრას რონალდოს, ჯარიმების დარტყმა დაავიწყდა და სხვას დაუთმოს მათი შესრულება

  4. ძალიან მომწონს დე ლიხტი დემირალი ერთად! სასწრაფოდ გვჭირდება დიბალა თორე რონალდო სასწაულ ჯარიმებს აფუჭებს რა ჭირს რა ეტაკა ტო ამ ჯარიმებზე სტენკას ვერ აუცელია.

      1. რავი გოლები და კარში დარტყმები ყველაზე მეტი მაგას აქ თორე კრიტიკა ნაღდად არ აცდებოდა მაგ ჯარიმების გამო

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.