იუვენტუსი აუარის ტრანსფერზე მუშაობს
იუვენტუსი ჰუსემ აუარით რომ ინტერესდება ყველასთვის ნაცნობია.
იტალიელებს ლიონის შუახაზელზე უარი ნამდვილად არ უთქვამთ და ამ საკითხს ზაფხულში აუცილებლად დაუბრუნდებიან.
სხვადასხვა წყაროს მტკიცებით ჟან მიშელ ოლამ მწვანე შუქი აუნთო აუარს თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ლიონის პრეზიდენტი მის სანაცვლოდ 55 მილიონს მიიღებს.
იუვენტუსი თავის მხრივ ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებს და მოლაპარაკებებს არ უშინდება, რადგან სხვა დეტალებთან ერთად მატია დე შილიოს მომავალიც გასარკვევია.
იტალიელი ლიგა 1-ში ურიგოდ არ ირჯება და მისი გამოსყიდვა მისაღებ თანხაში ლიონისთვის უდაოდ საინტერესოა.
დამატებით ბიანკონერი მზადყოფნას გამოთქვამს საფრანგეთში კიდევ ერთი იტალიელი ფედერიკო ბერნარდესკი გააგზავნოს..
tu mogyav moiyvanet gaaxuret ukve