ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

CalcioMercato:”იუვენტუსი რეჯისტას ძიებაშია”

ანდრეა პირლოს მთავარი მოთხოვნა მოახლოებულ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მაღალ კვალიფიციური შუახაზელის დამატება იქნება, რომელსაც შეეძლება სათამაშო ტემპის ხელმძღვანელობა, დაცვიდან ამოსვლაში ფუნდამენტური როლის შესრულება და ამავე დროს სწრაფ, ვერტიკალურ ფეხბურთს უზრუნველყოფდა.

მოთხოვნები საკმაოდ ბევრია და თან ურთულესი, მაგრამ ბიანკონერის გარკვეული კანდიდატურები უკვე შერჩეული ყავს.

CalcioMercato -ს მტკიცებით, ყველაზე ხშირად ორი გვარი სახელდება – მანუელ ლოკატელი რომელსაც სასუოლო 50 მილიონად აფასებს და აღნიშნული ციფრები ტურინელებს კარგ განწყობაზე არ აყენებს. შესაბამისად მეორე ვარიანტი ჟორჟინიოს მონაწილეობით უფრო მიმზიდველად გამოიყურება.

ნაპოლის ექს მოთამაშეს ლონდონის დატოვება გადაწყვეტილი აქვს, რადგან კლუბიდან მაურისიო სარის წასვლის შემდეგ, ვერა და ვერ შეძლო სასტარტოში ადგილის დამკვიდრება.

უპირატესი ჟორჟინიოსთვის იტალიაში დაბრუნებაა, სადაც მისი მოსაზრებით ყველაზე უკეთ შეძლებს ასპარეზობას.

ამ ეტაპზე კონკრეტული ციფრები არ სახელდება, თუმცა ტურინსა და ლონდონს შორის არსებული კარგი ურთიერთობის ფონზე, არაა გამორიცხული მხარეებმა საერთო ენა იჯარის წესით გაფორმებაზე მიაღწიონ.

3 thoughts on “CalcioMercato:”იუვენტუსი რეჯისტას ძიებაშია”

  1. პრობლემა ყველა ვარიანტში ტაქტიკაშია. დაბალი დონის გუნდებს ეს იუვენტუსი უნდა უგებდეს. ვიგებთ თამაშებს 2 3 ფეხბურთელის ინდივიდუალორიბის ხარჯზე.წარმოიდგინეთ რა ძალაა კიეზა და რონალდო ასეთ იუვენტუსში თავს რაღაცით ყოველთვის გვამახსოვრებენ. იმას რასაც ეს ათამაშებს 4 4 2 არცერთ ვარიანტში არ არის შეზელილები არიან ერთმანეთში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.