ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფიფას აგენტი:”დიბალას სიტუაცია რთულია, თუმცა..”

ფიფას აგენტი კლაუდიო ანელუჩი მოახლოებულ მატჩზე საუბრობს, რომელიც იუვენტუსს და ლაციოს შორის გაიმართება:

“რთულ და ხისტ მატჩს ველი.. პრინციპში წარსულს რომ გადავხედოთ, ამ ორი გუნდის მონაწილეობით სხვა სტილში თამაში არც მახსენდება. 

ბიანკონერის მთელი რიგი პრობლემები აქვთ და ლაციოს შეუძლია ამით სარგებლობა.

თუ ფსიქოლოგიურად გარკვეულ წინაღობას გადალახავენ და ამავე დროს კარგ ფიზიკურ კონდიციებში შეხვდებიან მატჩს, მაშინ არაა გამორიცხული იუვეს მორიგი მარცხი აგემონ.

პაულო დიბალა? რთულ მდგომარეობაშია. ეს ტრავმაც ნეგატიურად მოქმედებს. ვერა და ვერ შეძლო ტკივილების დავიწყება და ჯერ კაცმა არ იცის როდის დაბრუნდება.

თუმცა, ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელმაც სრული პოტენციალი ჯერ კიდევ ვერ გამოავლინა. აქვს რესურსი მეტად განვითარდეს და ამას ყველანი ვხედავთ. 

იუვენტუსში ჭკვიანი ადამიანები მუშაობენ. ისინი თავადვე ხედავენ სიტუაციას და ლა ჯოიასი ჯერ კიდევ წამთ. ასე რომ არამგონია კონტრაქტის კუთხით რამე პრობლემა შეექმნათ. მხარეები გააგრძელებენ ურთიერთობას.”

3 thoughts on “ფიფას აგენტი:”დიბალას სიტუაცია რთულია, თუმცა..”

  1. ღირს ამ ლოკატელის დათრევა ნეტა ბრატცი ? სხვა თამაშებს აღარ ვუყურებ ხოლმე დიდად აზრზე არ ვარ.

  2. ისევ ბერნარდესკი დააყენოს და 4-3-3 ტაქტიკა თუ გვიშველის. ვახ კუადრადო მაგრად გვჭირდება მაგაზე მაგრად ვერავინ ვერ ერთვება თავდასხმაში დაცვიდან.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.