ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო ლაციოსთან მოახლოებულ მატჩზე

იუვენტუსი სერია -ს 26 ტურში რომის ლაციოს დაუპირისპირდება. შეხვედრა ჩვენი დროით 23:45 -ზე დაიწყება.

გთავაზობთ ანდრეა პირლოს ტრადიციულ წინასამატჩო პრესკონფერენციას:

”ლაციო ბრწყინვალე გუნდია, რომლის ფეხბურთელები ერთად უკვე წლებია ასპარეზობენ.

სიმონე ინძაგიმ ფანტასტიური სამუშაო გასწია. მათ კონკრეტული სათამაშო სტილი აქვთ და შედეგი თავადვე ყველაფერს გვეუბნება.

ერთი სიტყვით ვხვდებით გუნდს, რომელიც გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ეს კი ნიშნავს ერთადერთს – პირველიდან ბოლო წუთამდე მაქსიმალური ყურადღება.

იუვენტუსისთვის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. პორტო? ახლა ლიგაზე არ ვფიქრობთ, რადგან ლაციოსთან მატჩში გამარჯვება ძალიან გვჭირდება და მთელი კონცენტრირება ამ დაპირისპირებაზე გვაქვს.

ტრავმები? ნუ გავიწყდებათ რომ შეხვედრა ხვალ იმართება და აქედან გამომდინარე მოთამაშეების გამოსაჯანმრთელებლად კიდევ ერთი დღე გვაქვს.

სამწუხაროა როდრიგო ბენტანკურის დაკარგვა. მოგვიწევს ფონს მის გარეშე გავიდეთ. მაქვს გარკვეული ვარიანტები და არჩევანს ერთ-ერთ მათგანზე შევაჩერებ.

გრაფიკი რთულია, ფეხბურთელებს უჭირთ და ტრავმირებულებიც საკმაოდ გვყავს. ისინი ვინც ამ ეტაპზე გვყავს ზუსტად ესმით რა მდგომარეობაშიც ვართ და მაქსიმალურად იხარჯებიან.

მათ შორის არის კრიშტიანო რონალდუც.. ჩვენ თითოეულს მათ შორის პორტუგალიელს იქამდე გამოვიყენებთ სანამ ეს საჭირო იქნება.

გუნდი იტალიის თასის ფინალშია, სერია ა-ში ლიდერს 10 ქულით ჩამორჩება და ერთი თამაში აქვს რეზერვში.. ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფში ვიმყოფებით. მდგომარეობა რთულია მაგრამ ყველა ფრონტზე მხოლოდ წარმატებისთვის ვიბრძვით.

სატურნირო ცხრილი არ გვაძლევს შეცდომის დაშვების უფლებას. სანამ არის შანსი, მოგვიწევს ბოლომდე დავიხარჯოთ. კომპლიმენტები? ამაზე სეზონის ბოლოს. ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.

სასტარტო შემადგენლობა? ლეონარდო ბონუჩიმ კი ივარჯიშა მაგრამ ჯერ პროგნოზისგან თავს შევიკავებ. ნიკოლო ფაჯიოლოს კარგი შანსი აქვს ლაციოსთან სასტარტოში გამოჩნდეს. ალვარო მორატა თავს უკეთ გრძნობს.”

 

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Joni77
Joni77
3 years ago

“Опят про море”-სავით არის ამის წინა სამატჩო პრესკონფერენცია, ერთი და იგივე, ბოლოს კი უსახური თამაში, ისე სპორტის გამგებელმა გადმოგვხედა და ბენტაკური დაასვენა

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x