ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტაკინარდი:”კიეზა და ბერნარდესკი საოცრად გამოიყურებიან”

ალესიო ტაკინარდი იუვენტუსის ორ ფედერიკოს – ფედერიკო კიეზას და ფედერიკო ბერნარდესკის აქებს:

“კიეზამ გვაჩვენა, რომ იტალიაშიც შეიძლება იყვნენ ახალგაზრდა და სუპერ ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებიც არაორდინალურად მოქმედებენ. 

თამაშიდან თამაშადე კიეზას თავდაჯერებულობაც ემატება და გადამწყვეტ მომენტში ფეხი ოდნავადაც არ უკანკალებს. ფენომენალურად ვითარება და ყველაფერი მის ხელშია! ხალხი მბაპეზე და ჰალანდზე საუბრობს, თუმცა ფედერიკოს ყველაფერი აქვს, რომ მინიმუმ მათ გვერდით დადგეს!

ბერნარდესკის შემთხვევა განსხვევბულია. ძალიან მომწონდა ფიორენტინაში.. მხურვალედ ვქომაგობდი იუვეში და გული მწყდებოდა, როდესაც პოტენციალის გამოვლენას ვერ ახერხებდა.

თუმცა, ყველაზე მეტად მასში ვაფასებ იმ ენერგიას რაც გააჩნია. ფსიქოლოგიურად არასდროს გამტყდარა.. ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა და გუნდს სადაც დაჭირდებოდა იქ დგებოდა. არ გამოსდიოდა შეტევაში? ეხმარებოდა დაცვაში. მერწმუნეთ ბევრი ამას ვერ შეძლებდა.. მითუმეტეს რა სტატუსითაც იგი დაიმატეს, ბერნა ტურინში აბსოლუტურად შეიცვალა და გახდა სუფთა გუნდური წევრი.. მისთვის გუნდზე მაღლა არაფერი დგას..

უკვე მეორე მატჩია მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობს და ლაციოსთან საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო იყო! 

ყოველთვის სასიამოვნოა იუვენტუსში იტალიელების წარმატება. სწორედ მასთან ასოცირდებოდა ნაკრების წარმატებული სვლა.. ასე რომ ეს სახეიროა როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე.”

3 thoughts on “ტაკინარდი:”კიეზა და ბერნარდესკი საოცრად გამოიყურებიან”

  1. კიეზა მაგარი ჟინიანი ბიჭია და თავდაუზოგავად შრომობს ყველა თამაშში. წარმატებები!!!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.