ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვინ დაუბრუნდა გუნდს პორტოსთან შეხვედრაში?

იუვენტუსი პორტოსთან დაპირისპირებას პოზიტიურ განწყობაზე შეხვდება.

ლაციოსთან წარმატებული მატჩის გარდა, გუნდს ხუან კუადრადო და არტურ მელო დაუბრუნდნენ.

იტალიური მედიის მტკიცებით გამოჯანმრთელებულთა რიცხვს დიდი ალბათობით ჯორჯო კიელინიც შეუერთდება. კაპიტანს კუნთის ტრავმა აწუხებდა, მაგრამ პორტუგალიელებთან მატჩისთვის წესით სასტარტოში გამოჩნდება.

მეორეს მხრივ არცთუ კარგი სიახლეებია ლეონარდო ბონუჩის და მატეის დე ლიხტის შემთხვევაში. ჯერჯერობით სამედიცინო ტესტები არ იძლევა იმის გარანტიას, რომ რომელიმე მათგანი მოასწრებს ტრავმის მოშუშებას.

შესაბამისად, კიელინისთან დუეტში მერიჰ დემირალს უნდა ველოდოთ.

8 thoughts on “ვინ დაუბრუნდა გუნდს პორტოსთან შეხვედრაში?

  1. ხო კიელინი გინდ გვყოლია გინდ არა დაბერდა ტრავმებიც ხშირად აქ. პირველი ტაიმის ხარისხი სასწრაფოდ გამოსასწორებელია მოწინააღმდეგეს პირველ 45 წუთს უბრალოდ ჩუქნიან ტრადიციადაა ქცეული.

  2. რეალისტის არ იყოს კიელინის დაბრუნების მე აღარ მჯერა )))

    ნეტა არტურმა შეძლოს 90 წუთი თამაში პორტოსთან.

  3. ხვალე გვაქ თამაში ვახ რა მალ მალე გვიწევს.კიდევ კაი ზედიზედ მესამედ გვიწევს სახლში თამაში. იმედია ატალანტა მიარჭობს ინტერს.

  4. კარგია ეგ ყველაფერი..კიელოს დაბრუნება მნიშვნელოვანია,ისევე როგორც არტურის,კუადრაც ჯანზეა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.