დე ლიხტი:”რონალდუს რჩევებს ხშირად ვეკითხები”
მატეის დე ლიხტის თქმით, იგი იმყოფება იმ ადგილას სადაც ყოველთვის სურდა:
“არჩევანი მქონდა და სიტუაციიდან გამომდინარე პლიუ-მინუსებს ვადარებდი.
ბოლოს არჩევანი იუვენტუსს შევაჩერე, მაგრამ შენ ვალდებული ხარ ყოველდღიურად დაამტკიცო რომ ამ მაისურის ტარების უფლება გაქვს.
თუ შენ ტურინში კარგად ითამაშებ, გამოდის რომ დაცვაში სხვაგანაც კარგად იასპარეზებ.
საერთოდაც, იუვენტუსში ასპარეზობა ყოველთვის მსურდა, რადგან აქ საოცარი მოთამაშეები ასპარეზობდნენ.
დღესაც, ჩვენს რიგებში გამოცდილი ფეხბურთელები იმყოფებიან. ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი, კრიშტიანო რონალდუ და ჯანლუიჯი ბუფონი..
პორტუგალიელს ვუყურებ და რჩევებს ხშირად ვეკითხები. მის ასაკში ასეთ ფორმაში ყოფნა სამაგალითოა და რონალდუს ყურს მუდამ ვუგდებ.
ბუფონი შეიძლებოდა რომ ჩემი მამა ყოფილიყო! მიუხედავად იმისა რომ ჩემზე ორჯერ დიდია, ამ სხვაობას ვერ ვგრძნობ. შინაგანად ისევ 29 წლის არის და ამიტომაც თამაშობს ახლა.
აარონ რემზი? ვფიქრობ, მის ადაპტაციაში წვლილი თავადაც შევიტანე. იტალიურ მასსზე ადრე ვისწავლე და საერთოდაც, აქ ერთმანეთისთვის დახმარება ჩვეულებრივი პროცესია.”
ნეტა სასტავში იყოს ეს პორტოსთან :) ეს და დემირალი ძაან უხდებიან ერთმანეთს
თუ მე მეჩვენება