ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფედერიკო კიეზას კომენტარი პორტოსთან მატჩის შემდეგ

ფედერიკო კიეზამ საოცარი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ფეხბურთელი გუნდის წარუმატებლობის გამო იმედგაცრუებულია:

“არანაირ გოლს და კარგ თამაშს არა აქვს აზრი, თუ გუნდი წარმატებას ვერ აღწევს.. არადა თითოეულ ჩვენთაგანს იმდენად სურდა შემდგომ ეტაპზე გასვლა, რომ ახლა საშინლად ვართ იმედგაცრუებულები.

მითუმეტეს თამაშის სცენარს რომ შევხედოთ.. ჩვენი მხრიდან შექმნილ საგოლე ეპიზოდებს, ბუნებრივია წყენა უფრო და უფრო იზრდება..

მეორე ტაიმში მეტოქეს ყველა კომპონენტში ვაჯობეთ.. მატჩის ბოლოს ხუან კუადრადოსაც ბრწყინვალე მომენტი ქონდა.. ერთი სიტყვით იუვენტუსი ამ მატჩისგან უფრო მეტს იმსახურებდა.

როგორ გამოვიდეთ ამ მძიმე სიტუაციიდან? ყოველ ინტერვიუში ღიად ვაცხადებ, რომ სკუდეტოს იმედი ჯერ კიდევ მაქვს! მესმის, რომ წელს სერია ა ბევრად რთულია, მაგრამ ჯერ მარტია და წინ უამრავი მატჩია რომლებშიც მაქსიმალური ქულების დაგროვება გვმართებს. 

მომდევნო დაპირისპირება ბრწყინვალე ფორმაში მყოფ კალიარისთან სულ რაღაც 4 დღეში გვაქვს. ასე რომ დროა კონცენტრირება მოვახდინოთ და თითოეულმა ყველაფერი გავიღოთ ამ მიზნის რეალიზებისთვის.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x