არიგო საკი:”პორტოსთან იუვე გეგმის გარეშე გამოვიდა”
არიგო საკი Gazzetta -ს ესაუბრა და საკუთარი შეხედულება გაანდო ტურინში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით:
“თქვენ ტაქტიკებზე და ტექნიკურ ნიუანსებზე მეკითხებით, მე კი კონტრ კითხვას დაგისვამთ..
მაქს ალეგრიდან მაურისიო სარიზე რომ გადადიხარ, ხოლო შემდეგ ანდრეა პირლოზე – და თან ისე რომ იდენტური შემადგენლობა გყავს, რა შედეგზეა საუბარი?
პირლო როგორ უნდა შევაფასო პორტოს შემდეგ? გუნდს არ გააჩნდა იდეა, გეგმა ან რაიმე რისი დახმარებითაც მიზანს მიაღწევდა.
დამრჩა შთაბეჭდილება, რომ თითქოს მწვრთნელმა კრიშტიანო რონალდუს მიანდო საქმე. თითქოს ეს არის იმ ტიპის მატჩი, სადაც პორტუგალიელი მინდორზე გამოვიდოდა და ცეცხლს დაანთებდა.
რომ არა ფედერიკო კიეზა საქმე დამატებით დრომდე არც მივიდოდა.
პირლოსთან არ მაქვს კითხვები, განსხვავებით ხელმძღვანელობისგან რომელმაც ეს კონტიგენტი შეკრიბა და მათ ყველაფრის მოგება დაავალა.
ანდრეა კი თუ მას მართლაც დაცალდა, შემდეგი სეზონის ბოლოს შევაფასებთ.. ვნახოთ წლევანდელი სეზონიდან რაიმე დასკვნებს თუ გამოიტანს.
ჩემი გადმოსახედიდან იუვეს ახლა ისეთი მწვრთნელი ესაჭიროება, რომელსაც ჯანსაღი და ზუსტი იდეები ექნება.. და არ დაიწყებს ექსპერიმენტებს, არამედ პირველივე დღიდან საქმეზე გადავა.”
ზუსტი შეფასებაა როგორც მენეჯმენტზე, ასევე მწვრთნელზე.
albat martalic xar saki