ბიაზინი:”ხელმძღვანელობამ არასწორი ნაბიჯები გადადგა”

პაველ ნედვედი
Libero -ს ჟურნალისტი ფაბრიციო ბიაზინი Calciomercato -სთან პირდაპირ ეთერში საუბრისას, ბიანკონერის სიტუაციაზე ისაუბრა:
“საერთოდ ვერ ამიხსნია, როგორ შეიძლება მიზანმიმართულად თქვა ნახევარდაცვის დაკომპლექტებაზე უარი, ისეთმა გუნდმა როგორიც იუვენტუსია..
ტურინელები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ყველა ფრონტზე მოსაგებად ასპარეზობენ და ამ დროს შუახაზში ნამდვილი კატასტროფა აქვთ!
ნუთუ ეს საკითხი არავის აინტერესებს? პაველ ნედვედმა და ფაბიო პარატიჩიმ ბევრი კითხვის ნიშნის მქონე მოთამაშეები მარტო იმიტომ დაიმატეს, რომ მათი ღირებულება 0 ევრო ან ისეთი იყო, რომელიც პოტენციალზე გათვლილი უფროა ვიდრე რეალურ გაძლიერებაზე.
ასე რომ პრობლემები რაც ახლა გუნდს თავს დაატყდა, არის ხელმძღვანელობის არასწორი გათვლების შედეგი. მაქს ალეგრიზე უარის თქმა, ამ ყველაფრის დასტურია.. პირადად მე ტოსკანელი საუკეთესო ვარიანტი მიმაჩნია, ვინც ახლა არის შესაძლებელი.”
Woow, ყოჩაღ ამ კაცს. ჩემი აზრით, ყველაზე მისაღები და სწორი კომენტარი იუვეს დღევანდელ სიტუაციაზე. რასაც ვფიქრობ ზუსტად ეგ წავიკითხე ამ სტატიაში.
nedeved tyvila xar magla sataveshi faqtia verafers aketeb isev mindors daubrundi ase ufro daexmarebi iuves kide tundac axla
მართალია ალეგრი ყველაზე მაგარი ვარიანტია თუ ვინმე სხვა წესიერს ვერ შოულობენ
მართალია ეგ კაცი..