ანდრეა პირლოს წინასამატჩო პრესკონფერენცია
იუვენტუსი ხვალ კალიარისთან გამართავს მატჩს, რომელიც ლეონარდო სემპლიჩის დანიშვნის შემდეგ წაუგებლად ასპარეზობს.
ახლა კი ანდრეა პირლოს ტრადიციულ წინასამატჩო პრესკონფერენციას გთავაზობთ:
“კალიარი ახალ მწვრთნელთან ერთად მშვენივრად გამოიყურება და მოგებისთვის სრული კონცენტრირებაა საჭირო.
ყოველთვის რთულია მსგავსი დარტყმის შემდეგ დაბრუნება, თუმცა ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია. ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია, სადაც მცირე შეცდომაც კი შესაძლოა ძვირად დაგიჯდეს..
ახლა ჩვენი მიზანი შიდა ჩემპიონატი და თასია. ყოველ მომდევნო მატჩს განსაკუთრებული ყურადღებით მოვეკიდებით, რადგან ეს ჩვენი შანსია. მითუმეტეს ახლა მეტი დრო გვექნება მოსამზადებლად.
მერიჰ დემირალი, როდრიგო ბენტანკური, აარონ რემზი და პაულო დიბალა ტრავმირებულები არიან. დანარჩენი ყველა მოთამაშე მწყობრშია. დიბალას დაბრუნებას სანაკრებო პაუზის შემდეგ ველოდებით.
კრიშტიანო რონალდუ ახლა თავს უკეთ გრძნობს. ბუნებრივია სხვებთან ერთად ისიც საოცრად იმედგაცრუებული იყო.. მაგრამ როგორც უკვე გითხარით, სამწუხაროდ ეს ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია.. გამარჯვება მარადიული არ არის.. მას მარცხი ცვლის.. ეს ყველაფერი საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი.
ვერანაირი მარცხი და წარუმატებლობა ვერ წაშლის რონალდუს ფანტასტიკურ შედეგს! საკმარისია მის განვლილ გზას გადახედოთ და ყველანი მიხვდებით რაოდენ დიდი ჩემპიონზეა საუბარი.”
იუვენტუსი ნაპოლი ისევ გადაიდო დაუდგენელი მიზეზის გამო და რომას მწვრთნელი ითხოვს ახსნა განმარტებას. მე რო გატუზოს ადგილას ვიყო არც მე მენდომებოდა მეთამაშა ტურინში კვირის შუალედშიო მაგრამ მასე ჩვენ უკრაინიდან რო დავბრუნდებით ნაპოლისთან მატჩისთვის უნდა მოვემზადოთო. ლაციოს კიდე წესების დარღვევას აბრალებენ ამ დღეებში თუ არ ვცდები სასამართლო აქ კორონავირუსიანი ფეხბურთელები ათამაშა ტორინოსთან და იუვენტუსთან (პირველი წრის თამაშებში) და შეიძლება წაგებაში ჩაუთვალონ.
ნეტა ამ ფოკუზნიკობას შეეშვა პირლო რა. რა მოხდება ამ ტაქტიკაში ფლანგზე კიეზა და ლოქო კულუსევსკი ან ბერნარდესკი იყვნენ ვიდრე რემზი მაკენი. 32 წლის კვადრადოსგნა კიდე რობერტო კარლოსი არ გამოვა შეტევაშიც და დაცვაშიც ერთ დონეზე ვერ ითამაშებს. 4 ნახევარმცველს რატო უნდა ჭირდებოდეს თავდასხმელის დახმარება გამოდის 4-5-1 ვთამაშობთ. 4-4-2 ეგეთი ამაზრზე ტაქტიკაც არაა როგორსაც ეს ათამაშებს.შეზელილები არიან ერთმანეთში.
ar esshveba samcuxarod