ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რამოსი და რონალდუ – ტურინულ მადრიდული ამბები

იუვენტუსი და მადრიდის რეალი ესპანური მედიის მხრიდან, ერთბაშად ორ შესაძლო ტრანსფერზე დაკავშირდნენ.

პირველ რიგში საუბარი სერხიო რამოს ეხება რომელთანაც მადრიდელები კონტრაქტის გახანგრძლივებას ვერ ახერხებენ.

ეს ინფორმაცია თავად უკანახაზელმაც დაადასტურა:

“ამ ეტაპზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და შესაბამისად, გახანგრძლივებაზე საუბარი შეუძლებელია. როგორც კი ჩემს ხელთ რაიმე სახის ცნობა გაჩნდება, თქვენ პირველები შეიტყობთ.”

იუვენტუსი დაინტერესებულია რამოსით და მზად არის თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატოს. მითუმეტეს ჯორჯო კიელინი როგორც ჩანს მიმდინარე სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს და ესპანელს იდეალურ შემცვლელად მიიჩნევენ.

მეორე მოთამაშე უკვე ტურინელთა რიგებში მყოფი კრიშტიანო რონალდუა რომელთან დაკავშირებითაც სიახლეების გამოქვეყნება არა და არ წყდება.

პორტოსთან ჩაგდებული მატჩის შემდეგ, ესპანური მედია ერთხმად აღნიშნავდა რომ პორტუგალიელს სამეფო კლუბში დაბრუნება წყურია.

ზინედინ ზიდანი თანახმაა ასეთ ვარიანტზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი კრიშტიანო სათადარიგოთა სკამზე დარჩება და არ ექნება პრეტენზია ყოველ შეხვედრაში სასტარტოში იმყოფებოდეს.

ანაზღაურების კუთხითაც მადრიდელები ნამდვილად არ გეგმავენ იმავე პირობების შეთავაზებას, რაც მას ტურინში აქვს.

რეალისთვის უპირატესი ვარიანტი ბაზარზე ერლინგ ჰალანდი და კილიან მბაპეა.. რონალდუსთვის კი კარი იმ შემთხვევაში გაიღება, თუ ზემოთხსენებულ შეთავაზებებს დათანხმდება.

იუვენტუსი თავის მხრივ საკუთარ მომავალს რონალდუსთან ასოცირებს, ყოველ შემთხვევაში ამაზე ფაბიო პარატიჩი ღიად საუბრობს.

თუმცა, კულუარული ცნობებით ბიანკონერი რონალდუს გასხვისებას მაინც განიხილავს და მის ნაცვლად სხვა პოზიციების გაძლიერებას აპირებს.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
juventino
juventino
3 years ago

მანამდე არაფერი ეტკინოთ რონალდო რო რეალში დაბრუნდება ზამენის პირობებით.თუ ამდენიწელი ეგ კაცი ვერ გაიცნეს კარგად ყოფილა მაგათი საქმე

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x