ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Gazzetta:”სანდროს წასვლა რეალურია, თუ იუვე ბერგამოსთან შეთანხმდება”

იუვენტუსმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, რეორგანიზებას შესაძლოა დაცვის მარცხენა ფლანგზეც შეუდგეს.

ალექს სანდრო წლების მანძილზე უალტერნატივო იყო და ამავე დროს მის ასპარეზობას დამაჯერებელს ნამდვილად ვერ დავარქმევთ.

აქედან გამომდინარე თუ Gazzetta -ს დავუჯერებთ, ბრაზილიელმა შესაძლოა ტურინული გრანდი დატოვოს და მის ნაცვლად იუვე ატალანტადან რობინ გოზენსის კანდიდატურას განიხილავს.

გერმანელი უკვე მერამდენე სეზონია სტაბილურად კარგ თამაშს აჩვენებს და ბერგამოელები მის სანაცვლოდ სამართლიანად ითხოვენ 30-40 მილიონს.

გოზენსის შემცვლელად კი ბიანკონერი ფედერიკო ბერნარდესკის განხილავს, რომელიც მიმდინარე სეზონში ანდრეა პირლოს ხელმძღვანელობით დაცვის მარცხენა ფლანგზე სულ უფრო და უფრო მეტად შინაურდება.

4 thoughts on “Gazzetta:”სანდროს წასვლა რეალურია, თუ იუვე ბერგამოსთან შეთანხმდება”

  1. გოსენსი მეც მაგრად მომწონს. სანდრო მართლა გასაშვებია ტემპს ძაან აგდებს მაგიტოა მთელი დატვირთვა საცოდავი კუადრადოს ფლანგზე რო ხდება. დანილომ გაიღვიძა სანდრომ დაიძინა ეგეთი სიტუაციაა :D

  2. გოსენსზე ხშირად ვფიქრობ ხოლმე,26 წლის,სტაბილურად მოთამაშე,იდეაში წაგვადგება,იუვეზეც თბილად საუბრობს ინტერვიუებში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.