ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფაბიო პარატიჩი:”ეს ძალიან მტკივნეული იყო”

ფაბიო პარატიჩი


ბენევენტომ ბოლო გამარჯვება სერია ა-ში 6 იანვარს მოიპოვა და ტურინში გასამართ მატჩს მაინც და მაინც დიდი იმედით არ ელოდებოდა, თუმცა..

ფილიპო ინძაგის გუნდმა სტუმრად იუვენტუსი 0-1 დაამარცხა.. ანდრეა პირლოს გუნდისთვის ეს მორიგი დიდი იმედგაცრუება და ნამდვილი შოკია..

პირველი ჟურნალისტების წინაშე ტურინელთა სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი წარსდგა:

“მოულოდნელი მატჩი აღმოჩნდა, რომელმაც გული გაგვიტეხა. ჩემი აქ ყოფნა აფიქსირებს იმ ფაქტს, რომ წლების მანძილზე იუვენტუსის ტიფოზერიას არაერთი დიდი გამარჯვება ვაჩუქეთ.

ახლა რთულ პერიოდს გავდივართ, მაგრამ ჩემპიონატი ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ახლა ჯობია კონცენტრირება მოახლოებულ დაპირისპირებებზე მოვახდინოთ.

კარგად უნდა გაავანალიზოთ შეცდომები, რომლებიც დავუშვით და მათ გამოსწორებაზე უფრო აქტიურად ვიმუშავოთ.

პროექტის თვალსაზრისით პირდაპირ გეტყვით, რომ აღებულ კურს ვაგრძელებთ. ჩვენ არსებული კურსი ორიოდე წლის წინ დავგეგმეთ და მას არაფერი ემუქრება.

ფედერიკო კიეზას
1
იყო თქვენი აზრით პენალტი?x
ეპიზოდზე კომენტარის გაკეთებისაგან თავს შევიკავებ. შემადგენლობაში უამრავი ფეხბურთელია, რომლებიც ზეწოლას მიჩვეულები არიან. სამწუხაროდ ბევრი ტექნიკური შეცდომა დავუშვით, რამაც ასეთი შედეგი მოგვიტანა.

მესმის, რომ ჟურნალისტები ხმაურიან განცხადებებს ელოდებით, მაგრამ რეალობა სრულებით სხვაგვარია. პროექტზე უკვე გავაკეთე კომენტარი და კიდევ ერთხელ მკაფიოდ გავუსვამ ხაზს – ზუსტად ვიცით რა მიმართულებით მივდივართ და დღევანდელი მარცხი ან მიმდინარე სეზონის წარუმატებლობა მას ვერაფერს დააკლებს.

კრიშტიანო რონალდუსთან მიმართებაში შემდეგი სიტუაცია სუფევს – კლუბი ინარჩუნებს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს!

კარგად უნდა გესმოდეთ, რომ ამ 11 წლის განმავლობაში რამდენიმე ციკლი გამოვიარეთ. კონტეს ეპოქიდან დაწყებული, როდესაც ლიგაზე გალათასარაისთან ჩავრჩით, თუმცა მომდევნო წელს ბარსელონასთან ჩემპიონთა ლიგის ფინალი ვითამაშეთ. ალეგრის წასვლის შემდეგ რთული გადაწყვეტილება მივიღეთ, მაგრამ გამარჯვებების გზა გავაგრძელეთ.

შესაბამისად დაზღვეული შეცდომებისგან არავინ არ არის, მაგრამ

პირლოსთან
1
ეთანხმებით პარატიჩის პირლოსთან მიმართებაში?x
ერთად ამ პროექტს ბოლომდე მივიყვანთ.”

3 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Ika
Ika
3 years ago

ეს რა ************** გამოდგა… სუფთა ****… ეს და ნედვედი ორივე უნდა წავიდეს კლუბიდან… რაც მაროტა წავიდა და ესენი დარჩნენ კლუბის ბორდში მის მერე *********** დედა იუვეს

Joni77
Joni77
3 years ago

თქვენი კურსიც და თქვენი დედაც, ზუსტად ორი წლის წინ დაიწყეთ გუნდის გაფარჩაკება და ამას ეძახით თქვე დედა აფეთქებულებო დაწყებულ კურს?, რას აკეთებს ანიელი, სასწრაფოდ გააგდოს გუნდიდან პარატიჩი და პირლოც ზედ მიაყოლოს, ერთი სერიას იგებდნენ და ეხლა ამის თავიც არ აქვთ

ნიკა
ნიკა
3 years ago
პირლოსთან" Read more »

არა

ნიკა
ნიკა
3 years ago
ფედერიკო კიეზას" Read more »

კი

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

ვერც თქვენ გაანალიზებას ვხედავთ და რომელ აღებულ კურს აგრძელებთ ? წაგებების ლოქო გუნდებთან ? ეხლა ხოა შესვენება სასწრაფოდ დააბრუნონ ალეგრი სხვა გზა არაა მოგვიგებს მაგ გადადებულ მატჩს ნაპოლი და ოთხეულსაც დავემშვიდობებით! + მაგას ატალანტაც გამწარებული მოგვდევს! ოთხეულში მოხვედრა არის 50 50ზე! ეს თუ 4-4-2 ტაქტიკაა მე ვიყო ანტონიო კონტე.

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x