პაოლო პაგანინი:”ორ გრანდს ახალი თავკაცი ეყოლება..”
იტალიელი ჟურნალისტი პაოლო პაგანინი მთავარ მწვრთნელებთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს.
პოპულარული მასმედიის წარმომადგენლის მტკიცებით, რამდენიმე კლუბს ახალი თავკაცი ეყოლება, მაგრამ მათ რიცხვში იუვენტუსი არ შედის:
“მიუხედავად ბენევენტოსთან მარცხისა და მიმდინარე სეზონში არასტაბილური ასპარეზობის ანდრეა პირლო ტურინში რჩება.
ხელმძღვანელობას მისი იმედი აქვს და ზაფხულში მთელ რიგ სატრანსფერი ცვლილებებს უნდა ველოდოთ. არაერთი ფეხბურთელი დაემშვიდობება ბიანკონერის და მათი ახალი მოთამაშეებით ჩანაცვლება მოხდება. ამ პროცესში ანდრეა პირლო დიდი როლს ითამაშებს.
მაქს ალეგრი 90 %-ით რომას ახალი თავკაცი გახდება, ხოლო მაურისიო სარის ნაპოლიში დაბრუნების კარგი შანსი აქვს.”
amis datoveba uazro saqcieliiqneba
ამის პროექტი ჯერ კიდევ ზაგრუზკაზეა 5%ზეა მისული. საერთოდ ვერაფერი შეცვალა ტიპმა აი ოდნავადაც კი. გუშინაც ვთქვი ახლაც ვიტყვი გაუმართლა ასეთი ფეხბურთელები რო ყავს გუნდში! რომელიმე თამაშს თუ ვიგებთ 80% ფეხბურთელების დამსახურებაა და არა ამის ტაქტიკის. ან რომელ ტაქტიკაზეა საუბარი ბუზი რო ქსელში გაეხვევა ვერსად რო ვერ მიდის ამის საქმე ეგრეა. გამოუცდელი კია მარა ასეთი დამპალი თუ იქნებოდა მართლა არ მეგონა ყველაფერს ფეხბურთელებს ტენის.
შეგაზიზღებენ ფეხბურთს რა. გააჯმევინონ ამ პირლოს, ამოვიდა ყელში. . .