ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური და ფრანგული მედია:”მხარეები საქმის დახურვას მიუახლოვდნენ”

იტალიური და ფრანგული მედია გამომცემლობების ცნობით იუვენტუსი და ლიონი ახლოს არიან ჰუსემ აუარის თაობაზე შეთანხმების მიღწევასთან.

ლიონის ნახევარმცველს ბიანკონერი წლებია აკვირდება და შარშან მხარეებს შორის კონკრეტულ მოლაპარაკებებსაც ქონდა ადგილი.

თუმცა, ფინანსური სიტუაციიდან გამომდინარე იტალიელებმა ვერ შეძლებს ფრანგების ჯეროვნად მოხიბვლა და ეს პროცესი მხარეების გადაწყვეტილებით დროებით შეჩერდა.

მოლაპარაკებები ერთი თვის წინ გაგრძელდა და მასში უშუალო მონაწილეობას მატია დე შილიოც ღებულობს. იტალიელი მცველი კარგად მოერგო გუნდს და მისი დატოვების მომხრე თავად ლიონის პრეზიდენტი ჟან მიშელ ოლა გახლავთ.

იუვენტუსი სარგებლობს სიტუაციით და დე შილიოს სატრანსფერო უფლებებთან ერთად 35-40 მილიონს თავაზობს ლიგა 1-ს ბინადრებს, რაც მათთვის წესით მისაღები უნდა გახდეს.

ყველაფერი უახლოეს პერიოდში გვეცოდინება. იტალიური საინფორმაციო საშუალებები გარიგებას გადაწყვეტილად მიიჩნევენ, თუმცა უმჯობესია მოთმინება ვიქონიოთ და პროცეს ყურადღებით დავაკვირდეთ.

4.7 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

ეს კაია. სანდროს შემცვლელი გვჭირდება სასწრაფოდ კიელინია ყველაზე ზედმეტი და ამ ბერნარდესკისაც ტყუილად ტენიან სხვადასხვა პოზიციაზე.ბენტანკური რაბიოდან პირველს ავირჩევდი. ვახ მაგრად არ მევასება ეს სანაკრებო პაუზები რა დროზე დაიწყოს ჩემპიონატი.ღმერთმა არ ქნას ვინმე დაიტრავმოს.

ბაქარი
ბაქარი
3 years ago

მართლა კარგი იქნება

batumski
batumski
3 years ago

კარგი ბიჭია

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x