ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პაველ ნედვედი:”რონალდუ, პირლო ხელშეუხებლები არიან, თუმცა დიბალა..”

პაველ ნედვედი

პირლო, რონალდუ და დიბალა

კონტე და მაროტა


პაველ ნედვედი გუშინ Dazn -ის ჟურნალისტს შეხვდა და მათ მიმდინარე სიტუაციაზე ესაუბრა:

ანდრეა პირლო იუვენტუსში 100%-ით რჩება. პროექტი ყველამ ერთად დავგეგმეთ და გვესმოდა, რა სირთულეებსაც წავაწყდებოდით. ბოლომდე ვიტოვებდით იმედს, რომ ასეთ სიტუაციაში არ აღმოვჩნდებოდით, თუმცა რისკები შეფასებული იყო.

პირლოს ყველაფერი აქვს, რათა მწვრთნელის ამპლუაშიც საუკეთესო გახდეს!

კრიშტიანო რონალდუ ხელშეუხებელია. კლუბს პორტუგალიელთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული. მომავალთან დაკავშირებით ჯერ პასუხი არ მაქვს. თუმცა, სპორტული და საიმიჯო თვალსაზრისით კრიშტიანო იუვენტუსისთვის განსაკუთრებული ფიგურაა.

ტექნიკური კუთხით 100 გოლი გაიტანა 120 დაპირისპირებაში. შთამბეჭდავი ციფრებია არ მეთანხმებით? ურთიერთობაშიც უშუალოა.. შესაძლოა შორიდან ეს ასე არ ჩანს, მაგრამ დამერწმუნებით შეფასებაში ოდნავადაც არაფერს ვაჭარბებ.

წლევანდელ სეზონში პაულო დიბალა და მისი საშემსრულებლო ოსტატობა ფრიად დაგვაკლდა. არგენტინელი შეტევაში სხვადასხვა ვარიანტს შემოგვთავაზებდა, რაც შედეგზე დადებითად აისახებოდა.

კონტრაქტი? კარგად მოგეხსენებათ რომ ლა ჯოიას იუვესთან ერთ წლიანი ურთიერთობა აქვს დარჩენილი.. ამ თემაზე ვერაფერს დავამატებ.. ვფიქრობ, პარატიჩიმ და პრეზიდენტმა ანიელიმ საკმარისად ისაუბრეს. ერთდერთი ის ვიცი, რომ კლუბი სატრანსფერო ბაზარზე სხვადასხვა შესაძლებლობას განიხილავს.

მაურისიო სარი მაღალი დონის პროფესიონალია. კარგი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ პირობები რომელიც ერთად მუშაობის საშუალებას შექმნიდა, სამწუხაროდ არ არსებობდა. სწორედ ამიტომაც გაიყო ჩვენი გზები.

ანტონიო კონტე ინტერმა წარმატების მისაღწევად გაიფორმა. დღეს ისინი 10 ქულით წინ არიან და ანტონიომ კარგად იცის როგორ უნდა მიაღწიოს წარმატებას. აშენებს თუ არა იგი იუვენტუსის მსგავს გუნდს? შესაძლოა ეს ბეპე მაროტას დამსახურებაც იყოს..

ბეპე ჩინებული მენეჯერია და მისგან ყოველმა ჩვენთაგანმა ბევრი რამ ისწავლა.”

4.3 4 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
batumski
batumski
3 years ago

თვითონ გაიჩალიჩეთ და თავადვე უნდა გამოასწოროთ ჩასვრილი საქმე..

batumski
batumski
3 years ago

სარ

ბაქარი
ბაქარი
3 years ago

ნედვედ ტყვილა ხარ ფაქტია სათავეში ვერ ამბობ გადამწყვეტ სიტყვას

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x