Gazzetta:”აგუერო რეალური, თუ მოთხოვნებს შეამცირებს”

სერხიო აგუეროს და მანჩესტერ სიტის ურთიერთობა დასასრულს მიუახლოვდა. ინგლისური კლუბი არგენტინელ შემტევთან კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს და შესაბამისად სერხიო მანჩესტერს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
Gazzetta -ს მტკიცებით საქმეში უკვე დიდი ხანია იუვენტუსიც ფიგურირებს, რომელიც მოთამაშის საფეხბურთო აგენტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
სხვათაშორის მილანური გამომცემლობა იმასაც კი ამატებს, რომ ასეთი გზით იუვეს მესვეურები კრიშტიანო რონალდუს ტურინში დატოვებას შეძლებენ. რონალდუ იმედგაცრუებულია ლიგაზე წარუმატებლობით და ხელმძღვანელობისგან შემადგენლობის გაძლიერებას ელოდება.
აგუეროს მოსვლამ შესაძლოა ამ ფაქტოს ხელი მართლაც შეუწყოს, მაგრამ სამხრეთ ამერიკელის ანაზღურება იტალიელთა მოტივაციას ნამდვილად არ ზრდის.. სერხიოს სეზონში 15 მილიონის აღება უნდა, რამაც შესაძლოა პრობლემები გააჩინოს.
მოლაპარაკებები გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში ამ თემასთან მიმართებაში მეტ სიახლეს შევიტყობთ.
ეგ ხო სეზონის 70% დატრამვულია. რად უნდათ?! სერიოზული იგროკია. მაგრამ თუ ვერ გამოიყენებ, რა მნიშვნელობა აქვს, რომ გყავს?
შენ ეგა თქვი ამნაირები თუ მოწონთ მაშინ დაგლას კოშტაც დაეტოვათ. ჭორებია რა ჟურნალისტების ვარაუდები :)
ნამეტარი ბევრი გინდა მეგობარო