ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Corriere:”ცნობილია რა შემთხვევაში დარჩება პირლო გუნდში”

Corriere:”ცნობილია რა შემთხვევაში დარჩება პირლო გუნდში”

ანდრეა ანიელი

Corriere -ს ცნობით ანდრეა პირლო იმ შემთხვევაში დარჩება იუვენტუსში, თუ გუნდი მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის ზონაში დაასრულებს ჩემპიონატს.

მიუხედავად პაველ ნედვედის განცხადებისა, კლუბი უკმაყოფილოა არსებული რეალობით და ფინანსური სიტუაციიდან გამომდინარე, მათთვის ახლა ევროზონაში მოხვედრა პრიორიტეტულ დავალებად იქცა.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდა, მაისში ანდრეა ანიელი მთავარ მწვრთნელს შეხვდება და მასთან ერთად სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.

სატრანსფერო პოლიტიკაც სწორედ ამ შედეგზეა დამოკიდებული, რის შემდეგაც მთავარ მწვრთნელთან დაიგეგმება თუ ვინ დატოვებს ტურინს და პირიქით, რომელი მოთამაშეები შეეცდებიან მომავალ სეზონში გუნდისთვის სასურველი შედეგის მოტანას.

ასე რომ პირლოსთვის ეს პერიოდი გადამწყვეტი იქნება და საინტერესოა შექმნილ წნეხს როგორ გაუმკლავდება.

1 thought on “Corriere:”ცნობილია რა შემთხვევაში დარჩება პირლო გუნდში”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.