არტურის პრობლემებს დასასრული არ უჩანს
არტურის ტურინული კარიერა ვერა და ვერ აეწყო.
ატალანტასთან ჯერ კიდევ 2020 წლის მიწურულს მიღებულმა ტრავმამ ბრაზილიელს თამაშის საშუალება დიდი ხნის მანძილზე არ მისცა.
მართალია გარკვეულ ეტაპზე მისი წყობში ჩადგომა მოხერხდა, მაგრამ როგორც გამოჩნდა ეს დროებითი იყო.
სამხრეთ ამერიკელს ტკივილები ისევ აწუხებს და ამ ეტაპზე ბიანკონერის სამწვრთნელო გუნდი რისკზე წასვლას აღარ გეგმავს.
უახლოეს პერიოდში შუახაზელს დასვენების საშუალებას მიცემენ. მისთვის ახლა სიმშვიდეა საჭირო. მდგომარეობა დღითიდღე შეფასდება და მეტი ინფორმაცია დაახლოებით ერთ კვირაში გახდება ცნობილი.
ანდრეა პირლოს წინ მძიმე მატჩები ელის და გუშინდელი ინფორმაციით, მისი ტურინში დარჩენა მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება რეალური თუ კლუბი მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვდება.
მოკლედ რა კომენტარი გავაკეთო აღარ ვიცი
მოკლედ რა გინდ გვყოლია ასეთი ფეხბურთელები გინდ არა. დიბალა ხო საერთოდ. ჯობია ვინმე საშვალო დონის ფეხბურთელები გვყავდეს გუნდში ვიდრე ტრავმიანები.