ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო:”ფეხბურთელებს ჩემი იმედი აქვთ”

  • გუნდში არსებული ატმოსფერო

  • ანიელის და ალეგრის შორის გამართული შეხვედრა


ხვალ ტურინელები ნაპოლის დაუპირისპირდებიან. ეს არის ზუსტად ის გადადებული თამაში, რომელიც ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო..

ბიანკონერის ახლა ნამდვილად არ უდგას კარგი დრო და ამ ყოველივეს საკადრო პრობლემებიც დაემატა. სულ ცოტახნისწინ გახდა ცნობილი, რომ ფედერიკო ბერნარდესკი შეხვედრას Covid-19 -ის გამო ტოვებს. ანალოგიურ სიტუაციაში არიან ლეონარდო ბონუჩი და მერიჰ დემირალიც..

ასე რომ ანდრეა პირლოს თავსატეხი არ აკლია, მითუმეტეს უკვე ბევრი თვლის რომ მისი ტურინული კარიერა დასასრულს უახლოვდება არასტაბილური შედეგის გამო:

“ამ თემაზე ოდნავადაც არ ვნერვიულობ. არც ანდრეა ანიელის და მაქს ალეგრის შეხვედრაზე ვდარდობ, რადგან ეს ორი ერთმანეთის კარგი მეგობარია.

ეს იგივეა პაოლო მალდინის რომ შევხვდე.. გამოდის მეორე დღეს ჩემს მილანში გადასვლაზე დაიწერება.. ასე რომ ამ თემაზე სპეკულირება უაზროა.

მიმდინარე სეზონი სავსეა მოულოდნელი სიურპრიზებით. საფეხბურთო სამყაროში დაზღვეული არავინ არაფრისგან არის.

დღეისათვის გვაქვს მკაფიო მიზანი და მის შესასრულებლად რაც არ უნდა რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებოდეთ, მაქსიმუმი უნდა გავიღოთ.

კარს ვოიცეხ შესნი დაიცავს. ჩაგდებული შეხვედრის შემდეგ, ყოველთვის არსებობს რეაბილიტირების დაუფარავი სურვილი.. პოლონელი ასეთი ადამიანების რიცხვში შედის.

დეიან კულუსევსკის გუშინ ვესაუბრე და დავამშვიდე. გუნდს მისი იმედი აქვს და შვედს მშვიდად ყოფნა შეუძლია.

ბევრი კრიტიკა მოდის ალვარო მორატას მიმართც. მესმის, რომ გოლი დიდი ხანია არ გაუტანია, თუმცა ესპანელი იუვენტუსისთვის დიდ ძალას წარმოადგენს და ამაში ეჭვის შეტანა დაუშვებელია.

პრეზიდენტთან კომუნიკაცია თითქმის ყოველდღიურად მაქვს და ჩვენ აზრებს ერთმანეთში ხშირად ვცვლით. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ჩემთვის მისი ალეგრისთან შეხვედრა ცნობილი იყო და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.

მეორეს მხრივ სრულებით ნორმალურია კრიტიკა რომელიც არსებობს. უნდა დავამტკიცო, რომ შემიძლია გუნდის მართვა და წარმატების მიღწევა.

საბედნიეროდ პაულო დიბალა საწვრთნელ პროცესში სრულად ჩაერთო. ბურთსაც ურტყამს და ტკივილებიც აღარ აწუხებს. ჯერ 90 წუთისთვის არ არის მზად, მაგრამ განაცხადში აუცილებლად შევიყვან.

ფეხბურთელებს ჩემი ჯერათ.. მათ პირველებს სურთ ყველაფრის გამოსწორება. ამ დეტალს მათ თვალებში ყოველ ვარჯიშზე ვაფიქსირებ. ჩემს განკარგულებაში მაღალი დონის პროფესიონალები არიან, რომელთა მიმართაც იმედი არასოდეს დამიკარგავს.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
maradona73
maradona73
3 years ago

ფრე იქნება ჩემი აზრით.

ბაქარი
ბაქარი
3 years ago

პირლო რაც არ უნდა ილაპარაკო ბოლო შანშსია თუ იუვემ ნაპოლთან ვერ მოიგო გაგიშვებენ

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

კულუსევსკიზე გამახსენდა ეს არ იყო რო იძახოდა აბაო თავის პოზიციაზე არ თამაშობსო (მორატა რო გვაკლდა მაშინ სულ ამას გაიძახდა) მაგიტო ვერ ქაჩავსო :D ეხლა ხო ხნავს! წესიერი ფლანგზე არავინ გვყავს კიეზას გარდა თორე ზამენა არ აცდებოდა.არ შეილება ხანდახან მაინც კუადრადო ამოწიოს თავის ძველ პოზიციაზე და დანილო დააყენოს დაცვაში თორე კულუსა ძაან ატორმუზებს შეტევას.

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x