ჯოვანი გალეონი:”ალეგრის შეთავაზება ხელში აქვს”

მაქს ალეგრი
ჯოვანი გალეონი მაქს ალეგრის ახლო მეგობარია, რომელმაც ჟურნალისტებს საინტერესო ინფორმაცია გაუზიარა:
“შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ივნისში მაქსი საქმიანობას დაუბრუნდება.
სად გააგრძელებს სამწვრთნელო კარიერას არ ვიცი და არც მიკითხავს, რადგან არ მსურდა მეგობარი უხერხულ მდგომარეობაში ჩამეგდო.
თუმცა, ალეგრი საკმაოდ თავდაჯერებული მესაუბრა და შესაბამისად, მას შეთავაზება ხელში აქვს.
დაბრუნდება თუ არა იუვენტუსი? ანდრეა ანიელისთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს! გასული წლის მანძილზეც ერთმანეთს არაერთხელ შეხვდნენ და ბუნერივია კარები არცერთ მხარეს არ დაუხურავს.
აქედან გამომდინარე მაქსის იუვეში დაბრუნებას ნამდვილად არ გამოვრიცხავ.”
ეე ალეგრის დაბრუნება რო მოგინდება
იუვეს ფერგიუსონი უნდა იყოს ეს კაცი, მაგრამ ტრანსფერებზე ტ რაკი უნდა გაანძრიონ და მოუყვანონ ვისაც მოითხოვს
ნეტა დაბრუნდეს