იუვენტუსი – ნაპოლი (შეფასებები)
იუვენტუსმა წარუმატებელი პერიოდის შემდეგ ნაპოლისთან გამარჯვებას მიაღწია და სატურნირო ცხრილში მეტოქეს სამი ქულით გაუსწრო.
გთავაზობთ ბიანკონერის ფეხბურთელების შეფასებებს:
ბუფონი – 7 – ასაკი ჯიჯის ვერაფერს აკლებს. სამი მშვენიერი სეივი და დაცვის ხაზის იდეალური კონტროლი მთელი შეხვედრის განმავლობაში. ინსინიეს პენალტის დროს უძლურია.
დანილო – 6.5 – შეტევაში დიდი ვერაფერი მაგრამ უკან ყოველთვი მაქსიმალურ ყურადღება იჩენს და საიმედოდ მოქმედებს.
დე ლიხტი – 6.5 – კიელინის გვერდით მუდამ კონცენტრირებულია. მინიმალურ შეცდომას უშვებს და თითქმის ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა.
კიელინი – 6 – ჩვეულად ხისტი და აგრესიულია. ნახევარი ქულა პენალტის ეპიზოდში დაშვებული შეცდომის გამო ჩამოაკლდა.
ალექს სანდრო – 6 – იმ ტიპის მოთამაშეებს შორის არის, რომლებიც ერთ 90 წუთს ფეერიულად ატარებენ, ხოლო შემდეგ დედამიწაზე ბრუნდებიან. ვერ ვიტყოდით რომ მთლად ასეთი ცუდი იყო, რადგან რამდენიმე კარგ შეტევაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ უკან ასეთი დაუკვირვებელი მოქმედებები დაუშვებელია.
კიეზა – 7.5 – ჰიუსაის სისხლი გაუშრო. გოლის ეპიზოდის დროს თავბრუ ისე დაახვიე საკუთარი კარის მხარეც კი დაავიწყა. ბურთის მიღება და ტემპერატურის აწევა ერთი იყო. ყველაფერთან ერთად სანდრსაც ეხმარებოდა დაცვით ასპექტში.
ბენტანკური – 6.5 – როგორც იქნა! ითამაშა ზუსტად, ცივსისხლიანად და ტაქტიკურად რაც დავალებული ქონა იდეალურად შეასრულა. ბურთის ამოტანა, გადმოვარდნილების აღება და შეტევის ტემპის შეთავაზება, ჩაჭრები – ასეთი ურუგვაელი იყო საჭირო.
რაბიო – 6 – ზედმეტად პრაგმატულია, მაგრამ ამ საღამოს ფაბიან რუის არეალი შეუზღუდა და გაქანების საშუალება არ მისცა, რითაც მეტოქეს გეგმები აურია.
კუადრადო – 6 – წინ ირჯებოდა და ცდილობდა ნაპოლის დაცვაზე ზეწოლის მოხდენას. კარგი იდეები იყო.. ტემპიც იგრძნობოდა, მაგრამ სიზუსტეში მოიკოჭლებდა.
რონალდუ – 6.5 – გოლი გაიტანა – ეს ალბათ არავის გაკვირვებია. თითქმის ყველა შეტევაში იღებს მონაწილეობას და პარტნიორებს გათამაშებაში არაერთხელ დაეხმარა.
მორატა – 5 – დაცვაში ურიგოდ არ უშრომია. გადმოვარდნილ ბურთებზეც კარგად იბრძოდა. მეორეს მხრივ შეტევაში ინტენსიურად ცდებოდა.
დიბალა – 68 წუთი – 5 წუთი დაჭირდა.. კლასი არსად არ დაიკარგება.. არგენტინელს კი ეს ყველაფერი საკმაო დონეზე აქვს.
იცით მეგობრებო იუვემ რა თამაში მოიგე ან ყველაფერი ან არაფერი ზუსტად ასეთი დონის თამაში მოიგო და რატო სეზონის ბოლოს მიხვდებით სად გვიშველის ეს მოგება რო ლიგაზაე გარანტილებულად იქნება ჩვენი გუნდი და არ გაგიკირვრდეთ ერთ მილანურ გუნდზე წინც კი ვიყოთ მოიგოს სკუდეტო ინტერმა არა უშავს ოკანსკნელი იქნება მოიხოდა იუვე მილანი ნაპოლი რომა ლაციო ატალანტა და ინტერს აღარავინ აგულავებს და კონტეც ღმერთი არაა სულ რო უშველოს
მოკლედ შეფასება ლოგიკურია თუმცა მთავარი ის არის რო ჩემი აზრით აპრილის მთავარი თამაში მოგებულია
კიეზათი სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ. ძალიან კლასსნი, ენერგიული, კრეატიული და ყველანაირად კარგი მოთამაშე აღმოჩნდა (მნიშვნელოვან თამაშში, ნაკლებად მნიშვნელოვანში, ყოველთვის გამორჩეულია). არადა ბერნარდესკიზე უკეთესი თუ იქნებოდა ეგეც არ მეგონა.
დიბალას დაბრუნება კარგია, მითუმეტეს მნიშვნელოვანი გოლით. მორატაც უნდა გამოფხიზლდეს და ზოგადად კარგი სამეულია ეგ ახლაც და სამომავლოდაც.