ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსის საორიენტაციო სასტარტო შემადგენლობა ნაპოლისთან

იუვენტუსი ნაპოლის წინააღმდეგ.. ანდრეა პირლო კვლავინდებურად ყოფილი თანაკლუბელის წინააღმდეგ წარსდგება და ამჯერად მაინც ეცდება ჯენარო გატუზოს დამარცხებას..

მითუმეტეს ამ შეხვედრამ შესაძლოა მაესტროს მომავალზე დიდი ზეგავლენა მოახდინოს. გუნდი არასტაბილურად მოქმედებს და ქულების დაგროვება ძალიან უჭირს, რის გამოც დღეისათვის ნაპოლისთან ერთად 4-5 ადგილებს იყოფს..

ასე რომ ეს შეხვედრა ბევრი თვალსაზრისით განსაკუთრებულია.. იუვენტუსს ახლა კონკრეტული მიზანი აქვს – ჩემპიონთა ლიგის საგზური.. კალენდარი ნამდვილად რთულია და ახლა ბიანკონერის სრული მობილიზება მართებს..

შეხვედრა ჩვენი დროით 20:45 -ზე დაიწყება და ტრადიციულად საორიენტაციო შემადგენლობას გაგაცნობთ:

სქემა უცვლელია 4-4-2..

კარს პოლონელი ვოიცეხ შესნი დაიცავს, რომელიც პირლომ გუშინვე დაადასტურა.

მარჯვენა მცველის პოზიციაზე ხუან კუადრადო, ცენტრალურ დუეტს მატეის დე ლიხტი და ჯორჯო კიელინი შეადგენენ ხოლო მარცხნივ დანილო.

შუახაზში მარჯვნივ უინსტონ მაკენის ყველაზე კარგი შანსი აქვს.. ცენტრალურ ზონაში არტურ მელოსა და როდრიგო ბენტანკურს დუეტს მოიაზრებენ, ხოლო მარცხნივ ფედერიკო კიეზას.

შემტევ დუეტს ამ შეხვედრაში დიდი ალბათობით ალვარო მორატა და კრიშტიანო რონალდუ დააკომპლექტებენ.

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
juve 92
juve 92
3 years ago

კიეზა სასწაული ბიჭია

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

დიბალას გოლმა გაასწორა მაგრად

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

რა შედარებაა კულუსევსკის გარეშე უფრო სწრაფად თამაშობენ. 1 გოლი კიდე გვინდა უეჭველი!

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

ვააა რამდენი ხანი ვიძახი კუადრადო ამოწიოს ზემოთ თქო და აი როგორც იქნა

maradona73
maradona73
3 years ago
Reply to  LASHAJUVENTINO

იმდენი ქენი რომ სიზმარშე გამოეცხადე ალბათ )))

maradona73
maradona73
3 years ago

დიდი მნიშვენლობა არა აქვს მოვიგებთ თუ წავაგებთ, მაგრამ მართლა მაინტერებს როგორ ითამაშებენ, ჯანდაბას ვუყურებ ლიგის თამაშის წინ მოსათელად )

ბაქარი
ბაქარი
3 years ago
Reply to  maradona73

ოოო მეგობარო უცნაური ბალეშიკი ხარ შენ გუნდზე რო იტყვი ჯანდაბას ვუყურებო საწყენეად არ მიიღო ცოტა მიკვირს

ბაქარი
ბაქარი
3 years ago

ლოგიკურია

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x