ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვე მილანის ორი წამყვანი ფეხბურთელით ინტერესდება

ფაბიო პარატიჩი

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსისგან გარკვეულ სვლებს ნამდვილად უნდა ველოდოთ.

ჯერ კიდევ გაურკვევლობაა პაულო დიბალაზე რომლის კონტრაქტი იუვეს ამ კრიზისულ სიტუაციაში ცალკე ტვირთად აწვება. რაც დრო გადის მისი სარფიანად გასხვისებაც გაჭირდება რადგან რთულია ბაზარზე მოიძებნოს კლუბი, რომელიც მასში თუნდაც 50 ზე მეტს გადაიხდის..

მიზეზის ის კი არ არის რომ არგენტინელი ცუდი ფეხბურთელია, უბრალოდ მისი ხელშეკრულება ბიანკონერისთან 2022 წელს იწურება და ბუნებრივია ყველა მოითმენს, თანხას დაზოგავს და თავისუფალი აგენტის სტატუსით ეცდება ხელში ჩაგდებას.

კრიშტიანო რონალდუ ცალკე სასაუბრო თემაა.. თუმცა დიდი ალბათობით მომავალ წელსაც იუვეში გაატარებს. ალვარო მორატა გამოსყიდვაც გადაიდო.. მაქსიმუმ საუბარი შესაძლოა არენდის გახანგრძლივებაზე შედგეს, რომელიც შეთანხმებაში ისედაც არის და ტურინს ეს 10 მილიონი დაუჯდება.

რაც შეეხება შენაძენებს.. დღეს მაგალითად მედიაში მილანის ორ წამყვან მოთამაშეზე დაიწერა: ჯიჯიო დონარუმა და ჰაკან ჩალჰანოღლუ. ორივე მათგანთან როსონერის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე აქვს პრობლემა.

ჯერჯერობით მხარეები ანაზღაურების თანხაზე ვერ თანხმდებიან და დიდი ალბათობით მილანელები იძულებულები გახდებიან ზაფხულში გარკვეული სახის გადაწყვეტილება მიიღონ.

სხვათაშორის პარალელურად მიდის საუბარი იუვეს და მილანს შორის მოლაპარაკებებზე, რომელიც ბერნარდესკი-რომანიოლის ბარტერს ეხება.. შესაბამისად არაა გამორიცხული მხარეებმა ამ პროცესში კიდევ ჩართონ სხვა მოთაშეები.

4.3 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

13 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

რონალდო არ გვეყოლება ატალანტასთან დაიტრავმა. ერთი მხრივ კარგიც არის ცოტა სხვებმაც გაანძრიონ ერთი ადგილი როგორც ლაციოსთან

ბაქარი
ბაქარი
3 years ago

მოიგებენ მარა იოლად ვერა

chielo-bonuchi
chielo-bonuchi
3 years ago

ხვალ ატალანტასთან მოგების მჯერა მაგრად, თან კაი კოფიციენტი აქვს იუვვეს მოგებას და მგონია რო გაისვრის იუვე

chielo-bonuchi
chielo-bonuchi
3 years ago

მე პირადად მორატა მირჩევნია იკარდის და მილიკზე ხო საერთოლ ლაპარაკი ზედმეტია. მორატა რო გასუშვა მართლა ჰოლადნი ან კეინი უნდა მოიყვანო და ეს ანანდრე სილვა არ მევასება, ვერაერი ქნა სერი ა ში და მაგარი რისკი იკნება მაგის მოყვანა. რონალდო მორატა დიბალა და კიეზა რა შეტევა მგვყავს და რა ცუდი ნახევარდაცვა და ფლანგის მცველები .

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

მოუთმენლად ველი ატალანა იუვეს თამაშს. სხვა გზა არ გვაქ უნდა მოუგოთ. კვირის შუალედში თამაში არ გვქონია ეხლა მაინც ვერ დააბრალებენ გადატვირთულ გრაფიკას. დიბალა მორატა რონალდო ერთად წარმომიდგენია რა იქნება მთავარია პაულო ფორმაში შევიდეს.არ გამოვრიცხავ ისევ კუადრადო ამოწიოს ზემოთ როგორც ნაპოლისთან. დანილო მომწონს მაგრად იმედია დატოვებენ ეტყობა რო ძაან მონდომებულია! რაც შეხეება ალექს სანდროს რავი ხანდახან ძაან უმუღამოდ დგას მოედანზე არადა მეტი შეუძლია ხოდა თუ ააცმევინეს მეტის ღირსიც იქნება.

ვახო
ვახო
3 years ago

რა უნდათ ამ მორატასგან ვერ გავიგე. სერა ა-ში 25 თამაშში 8 გოლი 10 ასისტი აქვს, ჩემპიონთა ლიგაზე 8 თამაშში 6 გოლი 1 ასისტი, კოპაზე 3 თამაში 2 გოლი 1 ასისტი, და სუპერკოპაზეც შეაგდო. სერია ა-ში უნდა ჰქონდეს მეტი გოლი შეიძლება, მაგრამ რონალდოს გვერდით ბენზემაც ასისტენტად იყო გადაქცეული, ახლა კი ხედავთ რასაც შვება. მორატას ეს შედეგიც არ არის ცუდი, მაგრამ სხვა შემთხვევაში კიდე მეტი გოლი ექნებოდა. აქ სხვა რამე ხდება, ენანებათ ფულის გადახდა და აგერ მილიკს უყურებენ წლებია, სანამ ფასი ჰქონდა მაშინ კი არ მოიყვანეს თან, ახლა ფასი დავარდნილი აქვს და ზუსტად ამათთვის შესაფერისი კადრია. 10-12ად მოიყვანენ მაგას და გადარჩებიან 40… Read more »

maradona73
maradona73
3 years ago
Reply to  ვახო

მომავალ სეზონშიც შეუძლიათ 10 მლ არენდის გაგრძელება, კონტრაქტი ეგრე იყო.

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago
Reply to  maradona73

მე ვფიქრობ რომ მორატა 100% რო დაიქოქოს უნდა გამოისყიდონ ანუ აგრძნობინონ რო გუნდის წევრად ითვლება. ეს სხვა ფეხბურთელების არენდებსაც ეხებათ ანუ 1 წლის შემდეგ ან უნდა დაიტოვონ ან გაუშვან.

Last edited 3 years ago by LASHAJUVENTINO
maradona73
maradona73
3 years ago
Reply to  LASHAJUVENTINO

ვერ იქოქება ტიპი ბოლომდე, თორემ ამდენ კლუბს არ გამოიცვლიდა.

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago
Reply to  maradona73

ერთი მხრივ გეთანხმები ეგრეა. იუვეში ყველაზე კარგად თამაშობს ვიდრე სხვაგან და გადაწყვიტონ დატოვებენ თუ არა ამ ზაფხულსვე რავიცი ასე ვფიქრობ მე.

Last edited 3 years ago by LASHAJUVENTINO
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 years ago

ებიჭო გამოისყიდონ მორატა რა გახდა. კარგი სტარტი ქონდა მერე თითქოს გაქრა ალვარო როგორც მთლიანად გუნდი. ასეთ სწრაფ სტრაიკერს ან იშოვიან და ან ვერა ზემოთ ქვემოთ რო ირბინოს. იუვეს აკვდება ზედ სხვა არცერთ გუნდს და ამნაირ უმწვრთნელო გუნდში ძნელია სტაბილურობა.

ბაქარი
ბაქარი
3 years ago
Reply to  LASHAJUVENTINO

მეგობარო ამათ ყველაფერი უფასოდ უნდათ

ბაქარი
ბაქარი
3 years ago

რა მოხდება საინტერესოა

| Newsphere by AF themes.
13
0
Would love your thoughts, please comment.x