ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო ატალანტასთან მოახლოებულ მატჩზე

იუვენტუსი ატალანტასთან მატჩისთვის ემზადება და გთავაზობთ ანდრეა პირლოს ტრადიციულ წინასამატჩო პრესკონფერენციას:

“ატალანტა ყველასგან განსხვავებულ და საინტერესო ფეხბურთს თამაშობს. მათ რიგებში საინტერესო მოთამაშეების მთელი კრებულია.

საპატას ფიზიკური კონდიციები აღფრთოვანებას იწვევს, ხოლო ილიჩიჩი და პესინა ყველაფერს ერთ მთლიან სისტემად ქმნიან.

მათთან პირველ წრეში კარგი შეხვედრა ჩავატარეთ. პრობლემებიც საკმაო შევუქმენით და იმედი მაქვს ახლაც ასე იქნება. ბერგამოსთან ინტენსიურობას ვერ დააგდებ და იმედია ეს ამჯერადაც განმეორდება.

დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენი მიზანი შეიცვალა. ახლა გვსურს ჩემპიონატის რაც შეიძლება მაღალ საფეხურზე დასრულება. მესმის, რომ იუვესთვის ეს შეუფარებელი ამოცანაა, თუმცა რას ვიზამთ მეტოქე ძალიან არის წინ გაჭრილი.

სასიხარულოა რომ პირველი მაისიდან სტადიონებზე გულშემატკივრებს დაუშვებენ. გამოდის, რომ სიტუაცია სტაბილურდება რაც უდაოდ მისასალმებელია.

კრიშტიანო რონალდუ ტრავმის გამო მოახლოებულ მატჩს გამოტოვებს. იმედია მომდევნო მატჩისთვის დაგვიბრუნდება.

სასტარტოში? პაულო დიბალა ფორმაშია და სწორედ ის დაიწყებს შეხვედრას.”

 

13 thoughts on “ანდრეა პირლო ატალანტასთან მოახლოებულ მატჩზე

  1. მაშინ რა ჯანდაბა აზრი ექნება თუ სკუდეტოს ვერ მოიგებს იმ წელს რომელ პოზიაციაზე დაამთავრებს სეზონს მოკლედ ფეხბურთი აღარ ფეხბურთობს

    1. პირლოს ძალიან გაუმართლა გუნდს ანიელისნაირი და ნედვედისნაირი კრეტინები რო ყავს თორე აქამდე ააცმევინებდნენ

  2. ახლა რო იფიქრო პროსტა რა ღადაობაა ნოტინგემ ფორესტს რო ვერ გადაასწრებ ლიგის მოგებაში და შენივე პრეზიდენტის იდიუტორი ტურნირს მოფიქრების გამო რო ლიგაზე აღარ დაგიშვებენ სასაცილოა სატირალი რო არ იყოს გუნდის გამოცვლა მაინც შემეძლოს ამას ვერ ვიზამ ნუ მოკლედ ყველაფერს დრო აჩვენებს წარმატება სად გისურვოთ სპორტულ ცხოვრებაში ევროპაში უკვე აღარ ვიცი ნუ იტალია გასაგებია

  3. აზრზე ხართ ლიგაზე აღარ ვართ კალენდარიც შემსუბუქდა და არანაირი სხვაობა არანარი შეღავათი იგივე სიქიმობა

    1. ეს მართლა კრეტინობა რაღაცა მოხდა სკუდეტო ყელშია ამოსული ლიგაზე თუ აღარ დაგვიშეს მაშინ სად ვუბალეიშიკო ჩემ არჩეულ გუნდს ისევ სკუდეტოს ისევ იტალიაში პირველობას ნუ კრეტინობა სუფთა

  4. აჰა ეგეც რონალდოს გარეშე. 2 თავდასხმელი მთელი თამაში ნახევარმცველების დასახმარებლად რო ყავს ჩამოწეული რა გოლის გატანაზეა საუბარი. ამ გუნდს მწვრთნელი არ ყავს.

  5. მსაჯმა იმენა შეიყო! ძაან უხეშად გვეთამაშებიან ესეთი ჯარიმები თუ არაა საყვითალო ნუ რავი დდშევ… ამათი!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.