ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები (ატალანტა 1-0 იუვენტუსი)

ბერგამოში გამართული მატჩი ბიანკონერისთვის წარუმატებლად დასრულდა. ანდრეა პირლოს შეგირდებმა სერია ა-ში რიგით მე-5 მატჩი დათმეს და სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციაზე ჩამოქვეითდნენ..

გთავაზობთ ტრადიციულ შეფასებებს, რომელიც შეხვედრის დასრულების შემდეგ La Stampa -მ გამოაქვეყნა:

შესნი – 6.5 – გოლი მისი ბრალეულობით არ გასულა. სხვა მხრივ საიმედოა.. განსაკუთრებით აღსანიშნავია რეაქცია მალინოვსკის დარტყმულზე.

კუადრადო – 7 – საუკეთესო იუვენტუსის შემადგენლობაში. ტურინელები თუ რამეს იწყებდნენ ეს ყოველთვის კოლუმბიელის აქტიურობას მოყვებოდა.

დე ლიხტი – 6.5 – ჰოლანდიელი საკუთარ ზონაში უშეცდომოდ მოქმედებდა და მოწინააღმდეგეს ფაქტიურად შანს არ უტოვებდა.

კიელინი – 6.5 – კაპიტანი მეურვესთან ერთად საიმედოდ იდგა.

ალექს სანდრო – 5.5 – სუსტი რგოლი როგორც წინ, ასევე დაცვაში. ბრაზილიელი პრობლემებს განიცდიდა მეტოქის მხრიდან მის ფლანგზე განხორციელებული შეტევებით. შედეგად დაცვიდან ამოსვლას ვერ ახერხებდა და იუვე მისი ფლანგიდან ვერაფერს ქმნიდა.

კიეზა – 6.5 – გარდა მარცხისა, პირლოსთვის ამ საღამოს მორიგი ცუდი ამბავი ერთ-ერთი ლიდერის ტრავმაა. ფედერიკოს კუნთის პრობლემა შეექმნა, რის გამოც მეორე ტაიმში მინდორის დატოვება მოუწია.

დანილო – 57 წუთიდან – 5.5 – ვიცით რა მისი შესაძლებლობები, მეტს ველოდით.

რაბიო – 5 – რამდენიმე კარგი მატჩის შემდეგ ფრანგი ისევ გაუჩინარდა.. ვერანაირ ზეგავლენას ვერ ახდენს თამაშზე.

ბენტანკური – 5 – ცუდ პერიოდს გადის. ვერ უმკლავდება ატალანტას ტექნიკურ და ამავე დროს ფიზიკურად ძლიერ შუახაზს, რომელიც მუდმივად აპრესინგებდა.

მაკენი – 6 – ვეღარ არის ჩვეულად ფეთქებადი როგორც სეზონის წინ. მართალია დიდ მანძილს ფარავს და ცდილობს ბურთის დაბრუნებას, მაგრამ გუნდის შედეგზე ამას ზეგავლენა არ მოუხდენია.

არტური – 77 წუთიდან – 5 – ბრაზილიელი სასტარტოს წევრად ისევ აღარ განიხილება. სადღაც გაქრა ბურთის კონტროლი, სწორი მანევრირება და ტემპის დაჭერაც..

მორატა – 5 – ჯენოასთან შეხვედრის შემდეგ, გაჩნდა იმედი რომ დაბრუნდა.. ახლა კი დიდი კითხვის ნიშანი დასვა, საერთოდ დაიტოვებს თუ არა მას იუვე მომდევნო სეზონისთვის.

დიბალა – 5.5 – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბრუნდება სასტარტო შემადგენლობაში, მაგრამ მორატასთან ერთად მეტოქეს ფაქტიურად ვერაფრით ემუქრება.

კულუსევსკი – 68 წუთიდან – 5 – აჩრდილი გასული შეხვედრის.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
3 years ago

ლოგიკურია

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x