ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფლორენტინო პერესი სუპერ ლიგის შექმნასთან დაკავშირებით

ახლაშექმნილი სუპერლიგა მთავარი სალაპარაკო თემაა, რომელმაც საფეხბურთო სამყარო ორ ნაწილად გაყო.

ამჯერად ფლორენტინო პერესი ცდილობს ახსნას მიზეზი რის გამოც გადაწყვიტეს ევროპის წამყვანმა კლუბები აღნიშნული ტურნირის შექმნა:

”ჯამში 5 მილიარდამდე დანაკარგი გვაქვს, ხოლო მარტო რეალმა კოვიდ სიტუაციიდან 400 მილიონი დაკარგა.

აქედან გამომდინარე ჩვენ ყველას სწრაფი ნაბიჯების გადადგმა გვმართებდა, რადგან საერთოდ არ გავმქრალიყავით. ამის რეალური საშიშროება იდგა და თან უკვე 2024 წლისთვის.

ამიტომაც გადაწყდა ჩემპიონთა ლიგის პარალელურად სუპერ ლიგის შექმნა და მასში მონაწილეობა, რომელიც დაგვიცავს და ფეხბურთს მეტად განავითარებას.

თავად ჩემპიონთა ლიგამ 1950 -იანი წლების შემდეგ დაკარგა ის მიმზიდველობა. მაშინაც საჭირო გახდა ცვლილებები და როგორც ვიცი უეფა მაშინაც წინააღმდეგი იყო. ცვლილებებს რთულად ეგუებიან, მაგრამ ფეხბურთი სწორედ ასე ვითარდება.

დღეს, ფანებს მანჩესტერსა და ბარსელონას შორის შეხვედრაში დაფიქსირებული ფრე უფრო აინტერესებთ, ვიდრე ბარსელონას და რომელიმე საშუალო ევროპულ კლუბს შორის მატჩი..

ფეხბურთი შველას საჭიროებს და როდესაც ვამბობ სიტყვა ფეხბურთს, აქ ყველას ვგულისხმობ – დიდს, საშუალოს და პატარას.

უეფასთან ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ, მაგრამ უმჯობესია თუ ბრაზი არ ექნებათ. მე მოვისმინე მათი იდეა ახალ ჩემპიონთა ლიგაზე, რომელიც 2024 წელს იწყება, მაგრამ მასში საინტერესო ვერაფერი აღმოვაჩინე.. მითუმეტეს ფინანსურად მომგებიანი.

ფული? ჩვენ ქომაგი მთელს მსოფლიოში გვყავს და ეს თანხებიც სწორედ ასე მოიპოვება.

პსჟ? მათთან არავის უსაუბრია და არც არავის მოუწვევია 12 დამფუნძნებელს შორის გამართულ შეხვედრაზე. აქვე დავამატებ რომ დიალოგი არც გერმანულ კლუბებთან გამიმართავს.

რეალობა ასეთია – დღეისათვის 12 გუნდია და გვსურს ეს ციფრი 15-მდე გაიზარდოს. იმ შემთხვევაში თუ კი პსჟ და ბაიერნი უარს იტყვიან ეს ტურნირის გაუქმებას ნამდვილად არ გამოიწვევს.

ჩეფერენის განცხადება პრეზიდენტ ანიელის მისამართით სრული აბსურდი იყო. დაუშვებელია პრეზიდენტებმა ერთმანეთის მიმართ მსგავს ტონალობაში ისაუბრონ. იუვენტუსის პრეზიდენტზე მსგავსი ფრაზები აბსოლუტური სისულელეა და უეფას პოზიციის შეცვლა მართებს.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
3 years ago

საერთოდ ყველა დაპლები ხართ ფეხბურთის სათავეში ვინც ხართ და ფულის მეტი არაფერი გაინტერესებთ აი სად არის მთავარი პრობლემა

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x