ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

27 მაისი ანდრეა ანიელისთვის შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს

27 მაისი ანდრეა ანიელისთვის შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს

ჯონ ელკანი

ანდრეა ანიელისთვის 27 მაისი შესაძლოა გადამწყვეტი გამოდგეს იუვენტუსში ყოფნის თვალსაზრისით.

უამრავი მედია საშუალება მის წასვლას პროგნოზირებს, რომელიც სუპერ ლიგის პროექტის ჩავარდნასთან მჭიდრო კავშირშია.

კლუბის გარშემო სრული ქაოსია, რომლის დასამშვიდებლად აქციონერთა საბჭომ თანამდებობიდან შესაძლოა სწორედ ანიელი გადააყენოს.

27 მაისს EXOR -ის ჰოლდინგი, რომელიც ანიელის ოჯახის საკუთრებაა და სადაც იუვენტუსიც შედის, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით იკრიბება.

აქ უნდა ველოდოთ ჯონ ელკანის განცხადებას, რომელმაც ნათელი უნდა მოფინოს კლუბის სამომავლო გეგმებს. რა მიმართულებით და როგორ გააგრძელებს იუვენტუსი ასპარეზობას.. ვისი ხელმძღვანელობით და როგორი სტრატეგიული ხედვით.

აქამდეც დადიოდა ხმები ელკანის მხრიდან ანიელის განთავისუფლებაზე.. კანდიდატებიც დასახელდა, თუმცა სხვათაშორის ერთ-ერთმა მათგანმა არსებული არასასიამოვნო გარემოს პირობებში, უარყო აღნიშნული შესაძლებლობა:

“იუვენტუსის პრეზიდენტის პოსტი? დიდი მადლობა მაგრამ იქ ახლა ძალიან დიდი ქაოსი ხდება”– ეს სიტყვები ეველინა კრისტილინს ეკუთვნის.

გუშინ გაჟღერდა ცნობები, რომ შესაძლოა ეს თანამდებობა მარჩელო ლიპიმ დაიკავოს, ხოლო ვიცე პრეზიდენტად ალესანდრო დელ პიერო სახელდება. თუმცა, ამ ცნობებს დადასტურება არცერთი მხრიდან არ მოყოლია.

4 thoughts on “27 მაისი ანდრეა ანიელისთვის შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს

  1. აუ ეს თუ მოხდა იქნება სასწაული ინფო. ან ნედვედს მაინც აასხმევინონ და დელპიერო დანიშნონ! ჯანდაბას იყოს ანიელი. ასე შორიდან დასკვნები რთულია მაგრამ რატომღაც მგონია რო ნედვედი ყველაზე დიდი პრობლემაა შემდეგ ანიელი. პარატიჩი ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე! კონკურენცია გაიზარდა ტრანსფერებში შენ თუ საჭირო თანხას არ გამოყოფ ტრანფერებზე ცხვირწინ ისე აგახევენ ამა თუ იმ ფეხბურთელს პსჟ სიტისნაირი გუნდები რო აზრზე ვერ მოხვიდე აი ესაა რეალობა!

    1. ეე ნედვედ რატო გაიჩალიჩე რა გინდოდა საერთოდ სათავაში იყავი იუვეს ლეგენდა უყვარდი ყველა იუვეს ბალეშიკს უკვე აღარ ვარ დარწმუნებული რამდენს უყვარხარ და პატივს გცემს თუმცა შენ დელპიერო ჯიჯი ტრეზეგე და მშიერი პიტბული მაინც მეყვარებით და დარჩებით ჩემთვის როგორც იუვეს ლეგენდები

  2. “შესაძლოა ეს თანამდებობა მარჩელო ლიპიმ დაიკავოს, ხოლო ვიცე პრეზიდენტად ალესანდრო დელ პიერო სახელდება” მიდით რაა ერთხელ გაახარეთ გულშემატკივრები ხო შეიძლება )))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.